იტალიური ცორრიერედელლოსპორტ.იტ-ის ცნობით, შაბათს ემპოლი ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ ქართველი ფორვარდის, ლევან მჭედლიძეს გარეშე ითამაშებს. მიზეზი მჭედლიძის ფეხის ძველი ტრავმაა, რომელიც ახლა გაუმიზეზდა და ამის გამო ვერც წინა ტურში პარმასთან 2:2 ნათამაშებ შეხვედრაში შეძლო მონაწილეობის მიღება.
მჭედლიძის არყოფნის თაობაზე ემპოლის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა: "მჭედლიძის არყოფნა პრობლემებს კი შეგვიქმნის, მაგრამ ვერ გავრისკავთ, ვერ ვათამაშებთ. ახლა მთავარია, საფუძვლიანად მოირჩინოს ფეხი და ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში სრული დატვირთვით შეძლოს თამაში."
ახლა ემპოლი 34 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 11 ქულა აშორებს, რაც იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ემპოლი სეზონს უძლიერესთა შორის დაასრულებს. მეტის ამბიცია ამ გუნდს წლეულს არც ჰქონია.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე