ხუთშაბათს ევროპის ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება და, ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს განსაკუთრებით აინტერესებს, თუ რას იზამს დნიპრო, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა იცავს.
უკრაინელებმა ბელგიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ბრიუგესთან პირველი, საგარეო მატჩი 0:0 დაასრულეს და შინ გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ. ამ თამაშთან დაკავშირებით კანკავამ უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა: "ბრიუგემ პირველ შეხვედრაში კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. თამაშობენ აგრესიულად და საკმაოდ ტექნიკურები არიან, მაგრამ დნიპროს მომავალი მატჩის სასურველი შედეგით დასრულება რომ შეუძლია, აშკარაა. მთავარია, ჩვენი თამაში ~დავიჭიროთ~ და სწრაფი გოლის გატანასაც თუ შევძლებთ, საქმეს გაცილებით გავიიოლებთ, თუმცა თამაშის ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის მზად უნდა ვიყოთ. უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში დონეცკის ოლიმპიკს 5:0 მოვუგეთ და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო."
პაატა ძნელაძე
გაუზიარე