სიახლეები

ლიდერები აუტსაიდერებთან დაწყვილდნენ

გაუზიარე

ამ უქმეებზე გამოკვეთილი ცენტრალური მატჩი არ გაიმართება, ყველაზე დიდი ყურადღება კი, ცხადია, იმ შეხვედრებს უნდა დავუთმოთ, სადაც მოწინავე სამეულის წევრები ითამაშებენ.
ჩემპიონობის პრეტენდენტები სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფებს დაუპირისპირდებიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ სამ-სამი ქულა დაბევებული აქვთ. და მაინც, არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, თუ ორივე დინამო და დილა საკუთარ აქტივს გამარჯვებებს შემატებენ.
ერთი შეხედვით, შედარებით იოლი ამოცანა დგას დედაქალაქელთა და გორელთა წინაშე. დინამო თბილისი ბოლოადგილოსან და უკვე თითქმის განწირულ ვიტ ჯორჯიას დაუხვდება, დილა ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მისულ ზესტაფონს ესტუმრება, ბათუმელებს კი, წესით, უფრო რთული გამოცდა ელით. ზუგდიდი სადღეისოდ სამშვიდობოს კი არის, მაგრამ თავი ქუდში ჯერ არ აქვს და ლიდერს ქულა მაინც რომ წაართვას, სამომავლოდ ძალიანაც წაადგება.
არანაკლები მოლოდინი ახლავს ივანწმინდაში გასამართ მატჩს, სადაც ერთმანეთს ევროსაგზურის ორი პრეტენდენტი გამოსცდის და მათ შორის დამარცხებული ევროპის ლიგაზე ოცნებას დაემშვიდობება. სასწაული უნდა მოხდეს, რომ ვერ გაიმარჯვოს ევროპის ლიგის კიდევ ერთმა მოსურნე სამტრედიამ. საევროპე შანსს ინარჩუნებს შუქურაც და თუ დღეს ქობულეთში მეზობელ კოლხეთს აჯობებს, შანსი კიდევ უფრო წონადი გახდება.
თავისი ამოცანა აქვს გადასაჭრელი გასავარდნ ზონაში მყოფ სიონს, გურია-ტორპედოს მატჩი როდის ყოფილა უფერული, ახლა რომ გამოდგეს...
ერთი სიტყვით, ტური ისეთია, ნებისმიერ ქალაქში ქომაგს სტადიონისკენ უნდა გაუწიოს გულმა.
ყველაზე საინტერესო კი, რაღა თქმა უნდა, ის არის, ვინ ეწერება კვირა საღამოს ცხრილში პირველ ნომრად.

ლევან ჯანეზაშვილი

შუქურა-კოლხეთი
18 აპრილი 16:00
ქობულეთი. "ჩელე არენა"
პირველ წრეში: 2:2

სიონი-მერანი
18 აპრილი 16:00
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: ლომაშვილი (მერანი)

ზუგდიდი-დინამო ბთ
18 აპრილი 16:00
ზუგდიდი. "ბაიას" ბაზა
პირველ წრეში: 0:2
დისკვალიფიკაცია: დიასამიძე (დინამო ბთ)

სამტრედია-მეტალურგი
19 აპრილი 16:00
სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: გორგიაშვილი, თევზაძე, კაპანაძე (ყველა – სამტრედია), ნარიმანიძე (მეტალურგი)

ზესტაფონი-დილა
19 აპრილი 16:00
ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
პირველ წრეში: 2:2

დინამო თბ-ვიტ ჯორჯია
19 აპრილი 16:00
თბილისი. "დინამო არენა"
პირველ წრეში:

ჩიხურა-ცხინვალი
19 აპრილი 16:00
ივანწმინდა. ცენტრალური
პირველ წრეში: 0:1
დისკვალიფიკაცია: კაჭარავა (ცხინვალი)

გურია-ტორპედო
19 აპრილი 16:00
ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
პირველ წრეში: 2:2
დისკვალიფიკაცია: იოსელიანი (ტორპედო)

1. დინამო ბთ 23 14 3 6 30-19 45
2. დილა 23 13 6 4 34-18 45
3. დინამო თბ 23 13 5 5 37-20 44
4. სამტრედია 23 11 4 8 30-20 37
5. ცხინვალი 23 11 3 9 25-29 36
6. ჩიხურა 23 10 6 7 31-25 36
7. შუქურა 23 9 6 8 28-26 33
8. გურია 23 8 8 7 23-30 32
9. ტორპედო 23 7 10 6 28-24 31
10. კოლხეთი 23 7 7 9 22-26 28
11. მერანი 23 6 8 9 17-23 26
12. ზესტაფონი 23 6 8 9 40-40 26
13. ზუგდიდი 23 6 7 10 16-27 25
14. მეტალურგი 23 6 6 11 21-28 24
15. სიონი 23 5 5 13 21-36 20
16. ვიტ ჯორჯია 23 4 4 15 21-33 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 8