სიახლეები

გიორგი დათუნაიშვილი: ამ რესურთით ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ

გაუზიარე
სამტრედია ერთ ნაბიჯშია პირველად გაახწიოს თასის ფინალში, მაგრამ ჩემპიონატში გუნდის მდგომარეობა უკეთესის სურვილს ტოვებს. ყოველივე ამასთან დაკავშირებით, გუშინ გუნდის ერთერთ ლიდერს გიორგი დათუნაიშვილს გავესაუბრეთ.

მეორე წრის დაწყების წინ სამტრედია ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ, ამ ეტაპზე მხოლოდ მეოთხე ადგილზე ხართ და სამეულში მოხვედრაც საეჭვოა.

მოვლენები ასე რომ განვითარდა, ამის ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზია, მაგრამ ჯერ ხელი არ ჩაგვიქნევია და ჩემპიონატის დასრულებამდე ვეცდებით მდგომარეობის გამოსწორებას. ისე, რამდენიმე შეხვედრა მართლა ჩაგვივარდა და ამიტომაც ჩამოვრჩით სამეულს, განსაკუთრებით გასვლაზე დავკარგეთ ბევრი ქულა.

ჩემპიონატისგან განსხვავებით თასზე კვლავინდებურად წარმატებით გამოდიხართ. 

მართალია ჩემპიონატშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ თასზე განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრას განსაკუთრებით რომ ველოდებით ესეც ფატია, თან ციხურასტან პირველი თამაში გასვლაზე მოვიგეთ და მიუხედავად იმისა რომ საჩხერელებს საკმაოდ კარგი გუნდი ყავთ ფინალში გასვლის დიდი იმედი გვაქვს. დარწმუნებული ვარ გულშემატკივრები ტრადიციულად შეავსებენ ტრიბუნებს და თავის წვლილს შეიტანენ ფინალის საგზურის მოპოვებაში.

შემადგენლობის მხრივ სამტრედიას არაფერი დაეწუნება, კონკურენტებთან შედარებით არც მოკლე სათადარიგო სკამი გაქვთ, ზაზა ზამთარაძის სახით მწვრთნელიც ისეთი გყავთ საქართველოში ერთერთ ყველაზე პერსპექტიულად რომ ითვლება. აბა რა უნდა იყოს იმის მიზეზი რომ საჩემპიონო ბრძოლა სამტრედიის გარეშე მიდის?

როგორც იცით, სამტრედიაში ამ შემადგენლობამ მიმდინარე ჩემპიონატში მოიყარა თავი, რამდენიმე კი სეზონის მიმდინარეობისას დაგვემატა, შედეგად გარკვეული პრობლემა შეუთამაშებლომამ შექმნა და ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი. ისე კი ამ შემადგენლობას და სამწვრთნელო შტაბს მომავალ სეზონშიც ერთად ყოფნის შემთხვევაში გაცილებით ამბიციური მიზნის დასახვა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვეძლება.

ამ ფორმაციის სამტრედიას პერსპექტივა რომ აქვს ნათელია, მაგრამ როგორც ჩემთვისაა ცნობილი ფეხბურთელების უმრავლესობას კონტრაქტი ჩემპიონატის ბოლომდე გაქვთ.

ეს მართალია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველანი ჩემპიონატის და თასის თამაშებზე ვართ კონცეტრირებულები. სეზონის ბოლოს კი უფრო დაწვრილებით შეგვეძლება სამომავლო გეგმებზე საუბარი.

ევროპის ლიგაზე ასპარეზობის შემთხვევაში სამტრედიას მიზანი რა უნდა იყოს?

შარშან არც ჩიხურასგან ელოდნენ რამდენიმე ეტაპის გავლას, მაგრამ ორი ეტაპი გავიარეთ და საკმაოდ ძლიერი ბურსაც გავაგდეთ. ასე რომ სამტრედიასაც ექნება შანსი, მაგრამ ჯერ უნდა გავიდეთ ევროპაზე და ამასტანავე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კენჭისყრაზე.

პაატა ძნელაძე