სიახლეები

შოთა არველაძე მადრიდის რეალშია

გაუზიარე

კასიმფაშას ყოფილი მწვრთნელი, შოთა არველაძე მადრიდის რეალის აკადემიაში ერთკვირიან სტაჟირებაზეა და სამეფო კლუბის საწვრთნელ პროცესს ესწრება. როგორც ცნობილი გახდა, არველაძე მადრიდის რეალში ესპანეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ პოლოლიკაშვილის შუამდგომლობით მოხვდა. სულ არველაძე მადრიდულ გრანდში 1 კვირის მანძილზე დარჩება და ცოდნას გაიღრმავებს. 42 წლის ქართველი მწვრთნელი 13 მარტის შემდეგ უმუშევარია და ჯერ-ჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. 

არველაძემ გუშინ მისი მადრიდის რეალში მის სტაჟირებასთან დაკავშირებით კომენტარი საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.
''დღეს პირველი დღე იყო, ხვალ მეორე ვარჯიში გვაქვს და ზეგ თამაშია. ვარჯიშებზე მწვრთნელს ვეკითხები რას აკეთებს, რატომ აკეთებს და ა.შ. შემდეგ პროცესს ვუყურებ და ამ პროცესის შემდეგ რაღაც კითხვები მიჩნდება, რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ვარჯიშს, მანამდე როგორ აკეთებდა და რას ეუბნებოდა ფეხბურთელებს. მინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენო. ზურას მინდა მადლობა ვუთხრა რომ მაქსიმალურად მონდომებით მოეკიდა ჩემს ინიციატივას და დამეხმარა'', - განაცხადა შოთა არველაძემ. 

ოთო მუმლაძე