სიახლეები

კაშია მცველებში მეათეა

გაუზიარე

ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების გამოკითხვით საქართველოს ნაკრებისა და ვიტესის ფეხბურთელი გურამ კაშია მიმდინარე ერედივიზიონის საუკეთესო ათ მცველს შორის მოხვდა.  ვიტესის ქართველ კაპიტანს ამ გამოკითხვაში ბოლო ადგილი ერგო, თუმცა, დაგვეთანხმებით, გურამ კაშიასთვის ესეც დიდი პატივია. 

ჰოლანდიელებმა მცველებს შორის საუკეთესოდ ფეიენოორდის ცენტრალური მცველი სვენ ვან ბეკი დაასახელეს, მომდევნო ადგილებზე კი გრონინგენელი ერიკ ბოატენგი და სპვ-ს ჭაბუკი მცველი ქარიმ რეკიკი განაწილდნენ.  

ჰოლანდიელი ჟურნალისტები წერენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში გარკვეული პერიოდი სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ მეორე წრიდან მან ჩვეული სათამაშო ფორმა აღიდგინა და მისი გუნდის დაცვის ბურჯი გახდა. ზამთრის შესვენების შემდეგ გურამ კაშია პეტერ ბოშის გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდაო, წერენ ჰოლანდიელები... 

მიმდინარე სეზონში, რომელიც ვიტესმა წარუმატებლად დაიწყო და ერთი პერიოდი გასავარდნთა ზონაშიც იყო, გურამ კაშიამ 22 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მისი ვიტესი კი ერედივიზიონში მეოთხე ადგილზეა.

ლუკა თალაკვაძე