სიახლეები

საქართველოში კონტრაქტები ევროკავშირის შესაბამისი იქნება

გაუზიარე

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა უეფას რეკომენდაციით და იურიდიული კომიტეტის მიერ კლუბებთან ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნები შეიმუშავა. 

სამუშაო პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე და ამ სიახლის შესახებ უკვე ეცნობა კლუბებს და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას საქართველოში.

საკონტრაქტო მოთხოვნები შედგენილია ევროკავშირში პროფესიონალი ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად.

მოკლედ, 2015 წლის 1 ივნისიდან საქართველოში პროფესიონალ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების მინიმალური ვადა ერთი სეზონი იქნება. კონტრაქტის პირობები თანაბრად ითვალისწინებს კლუბებისა და ფეხბურთელის უფლებებებსა და ინტერესებს.

ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილება დღეიდან აღარ დაარეგისტრირებს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით შედგენილ კონტრაქტებს.

ლუკა თალაკვაძე