სპორტულ წრეებში დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების დაფინანსების საკითხი. სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების გაუფასურება და დისკრედიტაცია.
სფფ-ის ზოგიერთი ოპონენტი იმ დროს, როდესაც პფლ (პროფესიული ფეხბურთის ლიგა) ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზატორ ორგანოდ ფიქსირდებოდა უფრო წარმატებულ და კლუბებისათვის სარფიან პერიოდად აფასებს ვიდრე, სფფ-ის მიერ გაწეულ დახმარებას.
2003-2009 წლებში, პფლ-ის მიერ გაცემულმა საპრიზო თანხამ უმაღლესი ლიგის კლუბებზე საერთო ჯამში დაახლოებით შეადგინა 800 ათასი ლარი რაც შემდეგ ნაირად გადანაწილდა: 2004, 2005, 2006, 2007 წლებში მხოლოდ გამარჯვებული/ჩემპიონი გუნდი იღებდა 50 ათას ლარს, 2008 და 2009 წლებში კი სეზონის საერთო საპრიზო თანხამ 250 ათასი ლარი შეადგინა (ორ წელზე - 500 ათასი ლარი). გვინდა აქვე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ პფლ-ის მიერ გაწეული ფინანსური დახმარება 2003-2009 წლებში მართლაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ქართული კლუბების არსებობისა და გადარჩენისათვის.
გვსურს მცირე სტატისტიკით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტაციით არის გამყარებული და რომლის უტყუარობის გადამოწმებაც ყველა დაინტერესებულ პირს სფფ-ის შესაბამის სამსახურში შეუძლია- საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა დაფინანსებას იღებდნენ პფლ-ისგან და რა დაფინანსებას იღებენ სფფ-ის პირობებში ეროვნული ჩემპიონატის კლუბები, მაშინ როცა ფეხბურთის ფედერაციის მოვალეობებში არანაირად არ შედის კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კლუბების ფინანსური დახმარება. მსგავსი პრეცენტენტი ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება.
სფფ-ის მიერ კლუბების ფინანსური დამხარება გამოწვეულია ჩვენი რეალობიდან და ეს ფეხბურთის მმართველი ორგანოს კეთილი ნებაა.
უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბები | პრიზები | პრიზები | დახმარება 2014 | დახმარება 2014 | სულ |
2012 | 2013 | I ეტაპი | II ეტაპი | ||
დინამო თბილისი | 500000 | 200000 | 200000 | 900000 | |
ზესტაფონი | 380000 | 30000 | 200000 | 200000 | 810000 |
სიონი ბოლნისის | 200000 | 200000 | 400000 | ||
ჩიხურა | 50000 | 200000 | 200000 | 450000 | |
მეტალურგი რუსთავი(ოლიმპი) | 200000 | 200000 | 200000 | 600000 | |
გურია ლანჩხუთი | 200000 | 200000 | 400000 | ||
ტორპედო ქუთაისი | 100000 | 150000 | 200000 | 200000 | 650000 |
ვიტ ჯორჯია | 200000 | 200000 | 400000 | ||
დილა გორი | 100000 | 270000 | 200000 | 200000 | 770000 |
სპარტაკი, ცხინვალი | 200000 | 200000 | 400000 | ||
შუქურა ქობულეთი | 200000 | 200000 | |||
კოლხეთი ფოთი | 200000 | 200000 | |||
ზუგდიდი | 200000 | 200000 | 400000 | ||
მერანი, მარტვილი | 200000 | 200000 | 400000 | ||
სამტრედია | 200000 | 200000 | |||
დინამო ბათუმი | 200000 | 200000 | |||
სასკო | 50000 | 50000 | |||
მაჭახელა | 50000 | 50000 | |||
ლოკომოტივი | 50000 | 50000 | |||
ჭიათურა | 50000 | 50000 | |||
სამგურალი | 50000 | 50000 | |||
საბურთალო | 50000 | 50000 | |||
ჩხერიმელა | 50000 | 50000 | |||
სტუ | 50000 | 50000 | |||
ადელი | 50000 | 50000 | |||
ლაზიკა | 50000 | 50000 | |||
ბორჯომი | 50000 | 50000 | |||
გაგრა | 20000 | 50000 | 70000 | ||
საპოვნელა | 50000 | 50000 | |||
ალგეთი | 50000 | 50000 | |||
მეშახტე | 50000 | 50000 | |||
მერცხალი | 50000 | 50000 | |||
კოლხეთი -ხობი | 50000 | 50000 | |||
სქური | 50000 | 50000 | |||
ბეთლემი | 50000 | 50000 | |||
ჯამი | 800000 | 1000000 | 2400000 | 4150000 | 8350000 |