სიახლეები

მნიშვნელოვანი სიახლე - ფეხბურთელთა კონტრაქტების მინიმალური ვადის შესახებ ცვლილება ძალაში 1 ივნისიდან შევა

გაუზიარე

სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა განიხილა სფფ-ის იურიდიული სამსახურის მიერ უეფას რეკომენდაციით შემუშავებული ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნები.

მოთხოვნები შედგენილია ევროკავშირისა და უეფას დანარჩენ ტერიტორიაზე პროფესიული ფეხბურთის სექტორში ფეხბურთელის სტანდარტული კონტრაქტის მინიმალური მოთხოვნების შესაბამისად.

აქედან გამომდინარე, 2015 წლის 1 ივნისიდან, პროფესიონალ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების მინიმალურ ვადად განისაზღვრა ერთი საფეხბურთო სეზონი.

მინიმალური მოთხოვნები თანაბრად ითვალისწინებს როგორც კლუბის, ასევე ფეხბურთელის უფლებებს.

ასევე, გადაწყდა, რომ სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილება არ დაარეგისტრირებს ზემოაღნიშნული მოთხოვნების დარღვევით შედგენილ კონტრაქტებს.

მინიმალური მოთხოვნების შექმნის სამუშაო პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე. ამ სიახლის შესახებ უკვე ეცნობა კლუბებს და ფეხბურთელთა ასოციაციას საქართველოში.

 

სფფ-ის პრესსამსახური