სიახლეები

ჭანტურია იტალიაში მიდის

გაუზიარე

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი ჭანტურია სეზონის დამთავრების შემდეგ სავარაუდოდ ისევ იტალიაში დაბრუნდება. როგორც თავად უთხრა ჩვენს რუმინელ კოლეგებს, მომდევნო სეზონიდან შესაძლოა სერია ა-ში ითამაშოს. შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელი ვერონას საკუთრებაა და რუმინულ კლუჟში განათხოვრებით თამაშობს. განათხოვრების ვადა კი ზაფხულში დამთავრდება. 

ორიოდ დღის წინ რუმინელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს გიორგი ჭანტურია კარიერის გაგრძელებას ისევ რუმინეთში, კერძოდ კლუჟის უნივერსიტატიაში ეშურებოდა, მაგრამ ეს ამბავი ფეხბურთელმა თავადვე უარყო. 

ჭანტურიას კლუბი ახლა რუმინეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა და სავარაუდოდ გავარდება კიდეც. რაც შეეხება ვერონას, ეს გუნდი იტალიის სერია ა-ში მე-16 ადგილზეა და ალბათ, მომავალ სეზონშიც უძლიერესთა შორის იქნება. ესეც რომ არა, ცხადია, იტალიაში თამაში რუმინეთზე გაცილებით პრესტიჟულია.

ლუკა თალაკვაძე