სიახლეები

კანკავამ გოლი კარგი იქნებაო

გაუზიარე

ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართველის ჯაბა კანკავას გუნდი, უკრაინული დნიპრო პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ბელგიურ ბრიუგეს ესტუმრება. ამ თამაშის შესახებ კანკავამ უკრაინელ ჟურნალისტებთან შემდეგი განაცხადა: "ბრიუგე შეიძლება გრანდი არ არის, მაგრამ, რადგან ამ ეტაპამდე მოვიდა, ესე იგი, პატივისცემას იმსახურებს. თავიდან არც იმას იფიქრებდა ვინმე, დნიპრო მეოთხედფინალში თუ გააღწევდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, საუკეთესო რვა გუნდში ვართ და აქ გაჩერებასაც არ ვაპირებთ. მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ პირველ შეხვედრაში არ გადაწყდება ნახევარფინალისტის ვინაობა. გოლის გატანა თუ შევძელით, ძალიან კარგი იქნება და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდ ნაბიჯსაც გადავდგამთ."

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც დნიპრომ ჯგუფური ბარიერი დაძლია, ჯერ ბერძნულ ოლიმპიაკოსს აჯობა (2:0, 2:2), შემდეგ კი გათამაშების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ამსტერდამის აიაქსი გამოთიშა ტურნირიდან (1:0, 1:2).

პაატა ძნელაძე