სიახლეები

ბაქოს ტურნირზე ახლა გოგონების ჯერია - 16-წლამდე ნაკრები დღეს იწყებს

გაუზიარე

როგორც უკვე იცით, ბაქოში დასრულდა 16-წლამდე ნაკრებების ოთხთა ტურნირი - UEFA Development Cup, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

UEFA Development Cup-ი კი, ამჯერად, გოგონების ასპარეზობით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი მეტოქეები, როგორც ვაჟების შემთხვევაში, ახლაც აზერბაიჯანის, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი გოგონები ასპარეზობას დღეს დაიწყებენ. ტურნირის კალენდარი კი, ასე გამოიყურება:

16 აპრილი

საბერძნეთიU16 vs ყაზახეთიU16

აზერბაიჯანი U16 vs საქართველოU16

 

17 აპრილი

საბერძნეთიU16 vs საქართველოU16

აზერბაიჯანი U16 vs ყაზახეთიU16

 

19 აპრილი

ყაზახეთიU16 vs საქართველოU16

აზერბაიჯანი U16 vs საბერძნეთიU16

 

სფფ-ის პრესსამსახური