სიახლეები

ბათუმური სასწაული გრძელდება

გაუზიარე

XXIII ტურის სიმბოლური ნაკრები

-----------------------------ლ. შენგელია------------კაჭარავა------------------------------
------------------------------(კოლხეთი)-------------(სპარტაკი)-----------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------ჩელებაძე (2)------------------------------------------
--------------------------------------------(შუქურა)------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------
ერისთავი (2)-------------ჟიშკარიანი-------------განუგრავა------ქავთარაძე (5)
(დილა)----------------------(კოლხეთი)---------------(ჩიხურა)---------(დინამო ბთ)
---------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------სუხიაშვილი (2)--------ტეტუნაშვილი (4)-------გ. გურული (2)-----
------------------(დინამო ბთ)------------(დინამო ბთ)--------------(შუქურა)-----------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------ბეგაშვილი (2)-------------------------------------
---------------------------------------------------(მერანი)-------------------------------------------



საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIII ტურის მიმოხილვა

23-ე ტური, წინასგან განსხვავებით, უხვგოლიანი ვერ გამოდგა, მაგრამ ამით სანახაობრივ მხარეს დიდად არ უზარალია. მატჩების უმრავლესობამ საინტერესოდ ჩაიარა, ტურის უმთავრესი მოვლენა კი, რაღა თქმა უნდა, ლიდერის კიდევ ერთხელ შეცვლაა.
ეს ამბავი მარტვილური მატჩის შედეგმა განაპირობა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ პირველ-მეორეადგილოსნებმა საკუთარი შეხვედრები დამსახურებულად მოიგეს და მხოლოდ დინამო თბილისის დანაკარგის გამო არ დაწინაურებულან.

რეფორმის შედეგი
უმაღლესი ლიგის გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდამ გასულ ზაფხულს დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი არგუმენტი საფეხბურთო გეოგრაფიის გაფართოება და მაღალ დონეზე მეტი ფეხბურთელისა და სპეციალისტის წარმოჩენა იყო, ოპონენტები კი შიშობდნენ, რომ ლიგის გაფართოებით ხარისხი დაეცემოდა.
სადღეისო სურათი, ვფიქრობთ, ასეთია – ხარისხი დაახლოებით ისეთივეა, როგორიც წინა სეზონში, სამაგიეროდ, არნახულად გაზრდილია დაძაბულობა. უეჭველ სამ ქულას ვერავინ დაგეგმავს და სრულიად შესაძლებელია, ლიდერმა აუტსაიდერთან წაიფორხილოს. სატურნირო ცხრილის სიმჭიდროვე და ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა უმაღლესლიგელი კონკრეტული და ჯერაც გადაუჭრელი ამოცანის წინაშე დგას, აღებ-მიცემობის შანსს ამცირებს და ისიც უდავოა, რომ წინა სეზონებთან შედარებით, გაცილებით ცოტას ლაპარაკობენ საეჭვო მატჩებზე.
გაფართოებული უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი `ნაყოფი~ კი სატურნირო ცხრილის დღევანდელი ლიდერი ბათუმის დინამოა. აჭარული კლუბისთვის უმაღლესი ლიგის საგზური არავის უჩუქებია, მაგრამ ზღვისპირელებს არც იმის გარანტია ჰქონდათ, რომ საუმაღლესლიგო პლეი ოფში გაიმარჯვებდნენ.
შეგახსენებთ, პირველი ლიგის ორი ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნებს ოთხგუნდიან პლეი ოფში უნდა ეთამაშათ, საიდანაც ელიტაში მხოლოდ ორი მათგანი აღზევდებოდა. ამ ოთხეულში კი ბათუმელთა გარდა, სამტრედია, ქობულეთის შუქურა და ფოთის კოლხეთი შედიოდნენ.
გადავხედოთ სადღეისო ცხრილს და დავრწმუნდებით, რომ არც ერთი მათგანის შედეგი არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რომელიმეს უმაღლესი ლიგის საგზური უწყალობეს. ბათუმი ლიდერია, სამტრედია ევროპის ლიგის საგზურთან ახლოსაა, ევროსარბიელზე გასვლის პერსპექტივა შუქურასაც აქვს, კოლხეთს კი უმაღლესიდან გავარდნის საფრთხე აღარ ემუქრება.
16-გუნდიან ჩემპიონატში კი ორი ყველაზე შეჭირვებული კლუბი ზესტაფონი და მეტალურგია, რომლებსაც 12-გუნდიან უმაღლესში თამაშიც დაბევებული ექნებოდათ...

ერთ-ერთი ფინალი მოგებულია
წინა ტურში ბათუმელები ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდნენ, რაც ბევრმა აჭარული კლუბის ვარდნის დასაწყისად მიიჩნია. თუმცა სამტრედიასთან ჩატარებული თამაშით ბათუმის დინამომ დაამტკიცა, რომ მისი ამბიციები ძველებურად საფუძვლიანია. ქობულეთური არენა ისედაც არ არის დინამოსთვის მშობლიური, იქ უმაყურებლოდ თამაშმა კი მოედანი აბსოლუტურად ნეიტრალურად აქცია. ასეთ რთულ პირობებში პირობითმა მასპინძლებმა მაინც შეძლეს სამეულის უახლოესი მდევრის ძლევა და ცხრილს სათავეში მოექცნენ.
ბათუმელებსა და გორელებს ქულათა თანაბარი რაოდენობა აქვთ და სეზონის ბოლოსაც თუ ასე იქნება, ჭეიშვილი-ბალაძე-ხომერიკის ტრიუმვირატის მიერ გაწვრთნილი გუნდი დილას ურთიერთშეხვედრებით ჩამოიტოვებს – ბათუმელებმა გორელებს ორივე მატჩი მოუგეს.
ჩემპიონობის სამივე მსურველისთვის თითოეული დარჩენილი შეხვედრა ფინალის ტოლფასია, სამტრედიასთან მატჩი კი ბათუმელთათვის ერთ-ერთი მძიმე იყო. ეს გამოცდა აჭარულმა კლუბმა წარმატებით ჩააბარა და საკუთარი ქომაგები მომდევნო `ფინალების~ წინ კიდევ უფრო ოპტიმისტურად განაწყო.
მინიმალურად, მაგრამ მეტად დამაჯერებლად გაიმარჯვა გორის დილამ. სიონის მარცხი კი უკვე დიდი ხანია, აღარ გვიკვირს. რომ არა მეტალურგისა და ზესტაფონის ღრმა ფინანსური კრიზისი, ბოლნისელებს უმაღლესში დარჩენა ძალიან გაუჭირდებათ, ნახსენები მიზეზის გამო კი წესით, უარეს შემთხვევაში, პლეი ოფში მაინც უნდა ითამაშონ. 

ორი დუბლი
22-ე ტურში ერთბაშად ხუთი დუბლი ვიხილეთ, ამჯერად კი წყვილი გოლი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. ნიკა კაჭარავამ გურიას მეკარე ორჯერ დაამწუხრა და საგოლე პასიც მიითვალა, ლევან შენგელიამ კი ფოთის კოლხეთის შემადგენლობაში ზედიზედ მეორე ჩინებული მატჩი ჩაატარა და ზესტაფონის განადგურებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.
გორის დილას მაისურით კი ზედიზედ მეორე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ახალგაზრდა მარცხენაფლანგელმა გიორგი ერისთავმა, რომელიც შიდაქართლელთა სასტარტო შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაამწესეს და სამწვრთნელო შტაბს ნდობა გამარჯვების გოლით გაუმართლა.

საევროთასო გზები
მოკლედ იმის შესახებ, ვის რა შანსი აქვს ევროტურნირებზე მოსახვედრად:
თუ სასწაული არ მოხდა, ევროთასებზე აუცილებლად ითამაშებენ ბათუმისა და თბილისის დინამოები და გორის დილა. ჩემპიონთა ლიგაზე, ცხადია, ჩემპიონი გავა, სამეულის დანარჩენი ორი ბინადარი კი ძალებს ევროპის ლიგაზე მოსინჯავს.
ევროპის ლიგის კიდევ ერთი საგზური საქართველოს თასზე გათამაშდება, საიდანაც საერთაშორისო არენაზე გასვლის უფლებას მხოლოდ თასის მფლობელი მოიპოვებს. პირველი ნახევარფინალური მატჩების შედეგებიდან გამომდინარე, ფინალი, სავარაუდოდ, თბილისის დინამოსა და სამტრედიას შორის შედგება. სამტრედიელებმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი თუ დაიკავეს, ევროპის ლიგაზე ფინალის შედეგისდა მიუხედავად ითამაშებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თასის მოგება დასჭირდებათ.
თუ სამტრედიას თასზეც მოეცარა ხელი და ჩემპიონატშიც, ევროპის ლიგაზე უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსანს ვიხილავთ. სამტრედიას დაწევის რეალური შანსი კი ცხინვალს, ჩიხურას, შუქურას, გურიასა და ტორპედოს აქვთ. ასე რომ, ინტრიგა მხოლოდ საჩემპიონო რბოლას როდი ახლავს.

ტურის ფეხბურთელი
გიორგი ბეგაშვილი (მერანი)
მერანმა საკუთარ სტადიონზე დინამო თბილისი კიდევ ერთხელ გაამწარა და პირველად სეზონში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მესამე ადგილამდე დაეშვა. ყოველივე ეს, ცხადია, მერანის მწვრთნელებისა და მოედანზე მყოფი თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაა, მაგრამ ამ მატჩს ჰყავდა გამოკვეთილი გმირი, რომელიც ტურის ფეხბურთელადაც ვცანით.
ეს მარტვილელთა კარის დარაჯი გიორგი ბეგაშვილი გახლავთ, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა ერთი შეხედვით გარდაუვალი გოლისგან. სხვათა შორის, მან მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დაიცვა მერანის კარი – გამოცდილი ზურაბ მამალაძე შეცვალა. სხვათა შორის, `ჩვენმა თამაშმა~ ტურის ფეხბურთელად ამ სეზონში მეკარე პირველად დაასახელა...
დინამომ კი ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა. 

ლევან ჯანეზაშვილი

დინამო ბთ-სამტრედია 1:0
ტორპედო-ზუგდიდი 0:0
ცხინვალი-გურია 3:0
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 1:2
მერანი-დინამო თბ 1:1
დილა-სიონი 1:0
კოლხეთი-ზესტაფონი 4:0
მეტალურგი-შუქურა 1:3

1. დინამო ბთ 23 14 3 6 30-19 45
2. დილა 23 13 6 4 34-18 45
3. დინამო თბ 23 13 5 5 37-20 44
4. სამტრედია 23 11 4 8 30-20 37
5. ცხინვალი 23 11 3 9 25-29 36
6. ჩიხურა 23 10 6 7 31-25 36
7. შუქურა 23 9 6 8 28-26 33
8. გურია 23 8 8 7 23-30 32
9. ტორპედო 23 7 10 6 28-24 31
10. კოლხეთი 23 7 7 9 22-26 28
11. მერანი 23 6 8 9 17-23 26
12. ზესტაფონი 23 6 8 9 40-40 26
13. ზუგდიდი 23 6 7 10 16-27 25
14. მეტალურგი 23 6 6 11 21-28 24
15. სიონი 23 5 5 13 21-36 20
16. ვიტ ჯორჯია 23 4 4 15 21-33 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 8
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
შალამბერიძე (გურია) 6
შინდაგორიძე (სპარტაკი) 6F

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4

გოლი+პასი
მოდებაძე (დილა) 12 (10+2)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
დ. სიჭინავა (სიონი) 11 (8+3)
შალამბერიძე (გურია) 11 (6+5)
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11 (8+3)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 10 (8+2)
კვეკვესკირი (დილა) 9 (7+2)
მუმლაძე (ჩიხურა) 9 (7+2)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 8 (5+3)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8 (6+2)
გეწაძე (სამტრედია) 8 (1+7)
ჩელებაძე (შუქურა) 8 (5+3)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
დოლიძე (სამტრედია) 7 (3+4)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
ცნობილაძე (სიონი) 6 (6+0)
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6 (6+0)
ილურიძე (ზესტაფონი) 6 (6+0)
მუჯირი (დინამო ბთ) 6 (2+4)
ტეტუნაშვილი (დინამო ბთ) 6 (3+3)
შონია (დინამი ბთ) 6 (5+1)
კაჭარავა (სპარტაკი) 6 (4+2)

`ჩვენი თამაშის~ ტურის სიმბოლურში
დვალი (ზესტაფონი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 4
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
ტეტუნაშვილი (ბათუმი)O 4
ტაბატაძე (დინამო თბ) 3
მამალაძე (მერანი) 3
ძარია (დილა) 3
მუჯირი (დინამო ბთ) 3
დ. სიჭინავა (სიონი) 3
შალამბერიძე (გურია) 3
ცინცაძე (დინამო თბ) 3
ალავიძე (დინამო ბთ) 3
პარუნაშვილი (დინამო თბ) 3
შეყრილაძე (ტორპედო) 3
კურდღელაშვილი (ვიტ) 3
თევზაძე (კოლხეთი) 3

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 2
მოდებაძე (დილა) 2

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (სპარტაკი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფ) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი) 1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1
ნ. მაისურაძე (ვიტ ჯორჯია) 1
ზივზივაძე (ტორპედო) 1
გეწაძე (სამტრედია) 1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
მოდებაძე (დილა) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2
ამბროლაძე (კოლხეთი) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 26
0:0 24
0:1 20
2:1 18
2:0 18

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
მამინაშვილი (დინამო ბთ) 147
სეფიაშვილი (კოლხეთი) 115
კაკალაძე (შუქურა) 115
ბობღიაშვილი (ზუგდიდი) 101

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
გოგუაძე (გურია) 414
ალავიძე (დინამო ბთ) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 23
დ. ხარიტონაშვილი 19
გ. ვადაჭკორია 19
გ. ყრუაშვილი 16
ა. ნონიკაშვილი 13
ჯ. ხორავა 12
ბ. ნინუა 12
გ. კიკაჩეიშვილი 10
ი. კვირიკაშვილი 10
ლ. კვარაცხელია 8
თ. გვანცელაძე 6
ა. ბასლეჰლო 6
დ. სანოძე 6
ხ. გაგნიძე 5
გ. დოგრაშვილი 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
შ. ქუხილავა 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1