საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ბაქოში იმყოფებოდა, სადაც გოჩა ავსაჯანიშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 10-14 აპრილს „Development Cup“ -ზე ითამაშა.
პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები საბერძნეთის 16-წლამდე ნაკრებს შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. მომდევნო სათამაშო დღეს, მასპინძელთა ნაკრებთან 1:2 დავმარცხდით. ხოლო ბოლო შეხვედრაში, ყაზახეთის ნაკრებს ვძლიეთ - 2:0. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე გასამართი უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. სწორედ, ეს, 1999 წელს დაბადებულთა გუნდი იქნება ოქტომბერში 17-წლამდე ნაკრები და შესარჩევ ეტაპს უნგრეთში ითამაშებს, სადაც ჩვენი მეტოქეები რუმინეთის, სლოვაკეთისა და ტურნირის მასპინძელი უნგრეთის 17-წლამდე ნაკრებები იქნებიან.
სფფ-ის პრესსამსახური