სიახლეები

ამერის შემდეგ ბელხატუვი სარჯველაძემ გაგვახსენა

გაუზიარე

ქართველების, უფრო სწორად, თბილისის ამერის ძველი ნაცნობის, პოლონური ბელხატუვის ღირსებას დღეიდან 20 წლის ფორვარდი გიორგი სარჯველაძე დაიცავს. ეს ამბავი ბელხატუველთა ვებგვერდმა გაახმაურა და იქვე დასძინა, რომ გიორგი სარჯველაძე ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური და საზრიანი ფეხბურთელია და მას ბელხატუვში დიდი წარმატება ელისო. 

გიორგი სარჯველაძე შარშან საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის სასკოში გამოდიოდა, სადაც 12 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონი კი დინამოში დაიწყო, რომლის მეორე გუნდის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. 

რაც შეეხება ამერი - ბელხატუვის ურთიერთობას, ეს გუნდები ერთმანეთს 2007 წელს უეფას თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი ბელხატუვში მასპინძლებმა მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლით მოიგეს, თბილისში კი ამერმა მეტოქე ასეთივე ანგარიშით დაამარცხა, საბოლოოდ კი, პენალტების სერიაში პოლონელებს გაუმართლა. 

გივი დიასამიძე