სიახლეები

შოთამ თურქებს გადაწყვეტილება მოუწონა

გაუზიარე

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც რიზეში ფენერბაჰჩეს ავტობუსი დაცხრილეს, თურქეთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგა ერთი კვირით შეწყდა. ამ თემასთან დაკავშირებით, თურქი ჟურნალისტები შოთა არველაძეს დაუკავშირდნენ, რომელიც ფეხბურთელობისას ტრაბზონსფორის ლეგენდა გახდა, შემდეგ კი  ქაისერის და ქასიმფაშას მთავარი მწვრთნელი იყო და თურქული მედიის ყურადღება არასდროს აკლდა: "ასეთ სიტუაციაში სუპერლიგის დროებით შეწყვეტა სწორი ნაბიჯი იყო. ბოლო წლებში ასეთი მართებული გადაწყვეტილება, ალბათ, არც მიღებულა." 

სავარაუდოდ, თურქული სუპერლიგა 17 აპრილს განახლდება, თუმცა ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებენ. 

პაატა ძნელაძე