სიახლეები

პირველი ლიგა XXVIII ტური - უმაღლეს ლიგამდე დღეებიღა რჩება

გაუზიარე

ქედის ბეთლემის ფეხბურთელის, არჩილ ფარტენაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, ამ გუნდისა და ხობის კოლხეთის მატჩი გადაიდო. სხვა ყველა შეხვედრა კი დაგეგმილ დროს ჩატარდა და ერთი მოულოდნელობაც დაფიქსირდა.
ა ჯგუფის ლიდერი საბურთალო ხელვაჩაურში ადგილობრივ მაჭახელასთან დამარცხდა. ეს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ მეორე წაგებაა. მაჭახელასთვის ლიდერის ძლევა საამაყო საქმეა, მაგრამ რეალურად, ამ შედეგს სატურნირო ცხრილზე განსაკუთრებული გავლენა არ მოუხდენია. აჭარულ კლუბს აღზევების შანსი არ აქვს, საბურთალო კი ჯგუფს კვლავაც სოლიდური უპირატესობით ლიდერობს და უმაღლესი ლიგის საგზურსაც მალე გაიფორმებს.
თბილისში, `შატილზე~, სოლიდური სხვაობით მოიგო ზუგდიდის ლაზიკამ, რომლისგან განსხვავებით, ქულები დაკარგა მეორე, საპლეიოფო ადგილის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა ლოკომოტივმა და ზუგდიდელებს უკვე ოთხი ქულით ჩამორჩება, თუმცაღა მათზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
პლეი ოფში მოხვედრის შანსებს სამგურალი და ჭიათურაც ინარჩუნებენ, ასე რომ, დარჩენილ ტურებში მოვლენები საინტერესოდ უნდა განვითარდეს.
საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველად, ჩვენთან ინდოელი ლეგიონერი თამაშობს - ბათუმის ადელის 29 წლის მცველი ანუპამ სარკარი, რომელსაც აქ ჯერ ორი მატჩი აქვს ჩატარებული და ჯერჯერობით, ადელის სასტარტო შემადგენლობაში ფეხის მოკიდება უჭირს.
სავარაუდოდ, საბურთალოზე უფრო ადრე ზეიმი საპოვნელას ბანაკში იქნება. თერჯოლელებმა ისევ მოიგეს და უახლოეს მდევარს მთელი 20 ქულით უსწრებენ. საბურთალოსგან განსხვავებით, საპოვნელა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი არ იქნება, თუმცაღა ამ გუნდმა უმაღლეს ლიგაში ბოლოს მე-20 საუკუნეში ითამაშა.
მეორე ადგილზე გასვლის ყველაზე რეალურ პრეტენდენტად სადღეისოდ ბორჯომი მოჩანს. სამცხელებისგან განსხვავებით, ვერ მოიგო მისმა მდევარმა გაგრამ, არადა, საქართველოს თასის 2011 წლის მფლობელმა ძველ-ახალი თავკაცის, ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით რიხიანად დაიწყო. გაგრა სულაც არ არის უშანსოდ და ვნახოთ, შეაღწევს თუ არა პლეი ოფში უკრაინელი მწვრთნელისა და მისი თანამემამულე ახალწვეულების დახმარებით. 
მესამე საპლეიოფო კანდიდატი კი, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ტრაგედიით დაზაფრული ბეთლემია...

ლევან ჯანეზაშვილი


ა ჯგუფი

6 აპრილი. ბათუმი. "ადელი". 100 მაყურებელი
ადელი-სამგურალი 0:2
0:1 ნ. შალამბერიძე (36), 0:2 თევდორაძე (59)
ადელი: ს. ცაბუტაშვილი, ფუტკარაძე, მამულაძე (თ. მჟავანაძე 90), ივანიაძე (ზ. მჟავანაძე 51), გ. ცაბუტაშვილი, ჟორდანია, თ. ჩადუნელი, მიქელაძე (ესებუა 56), ქოქოლაძე, სიმონოვი, სოლოვიოვი
სათადარიგოები: რომანაძე, სარკარი
მწვრთნელი: ომარ ნაგერვაძე
სამგურალი: ბ. ბანცხავა, ბ. ბიბილაშვილი, ნ. ხარაბაძე, საღინაძე, ნ. შალამბერიძე, თ. ჯანაშია, ზ. კუხალაშვილი (ბანძელაძე 79), თევდორაძე (ხვადაგიანი 65), ბ. კაკუშაძე (კ. უგრეხელიძე 69), ლ. ყიფიანი (ნაცვლიშვილი 87), ა. ფანცხავა (ბრეგვაძე 46)
სათადარიგოები: ბერძენაძე, გ. ლობჟანიძე
მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი
მსაჯი: გიორგი ვარდიძე

6 აპრილი. თბილისი. "შატილი". 200 მაყურებელი
სტუ-ლაზიკა 1:6
0:1 ბაგაშვილი (7), 0:2 ჭკადუა (15. პენ.), 0:3 ბაგაშვილი (17), 0:4 გვაზავა (48), 1:4 დ. მიქაძე (58), 1:5 ჭკადუა (70), 1:6 გოგატიშვილი (76)
სტუ: მამფორია, ივანაშვილი (ლ. მაჭავარიანი 60), ლ. თვალავაძე (ჯაჭვაძე 46), პატარქალიშვილი (ა. უგულავა 66), თურმანიძე, უდუმაშვილი, ავსაჯანიშვილი (ლაცაბიძე 60), დ. მიქაძე, ვ. რობაქიძე (შინჯიკაშვილი 66), შენგელიძე, ფხაკაძე
სათადარიგოები: ტუხაშვილი, ი. ვასაძე
მწვრთნელი: გოჩა ჟორჟოლიანი
ლაზიკა: ჯომიდავა, ხუხია, ჭითანავა (ტყებუჩავა 55), ხოხონიშვილი, დემიანოსი (დ. კუტალია 46), ნ. შონია (გვასალია 46), გ. ქარდავა (გვაზავა 46), გაგუნი, ჭკადუა (ბერიშვილი 72), ბაგაშვილი, გოგატიშვილი 
სათადარიგოები: რ. მაქაცარია, სორდია
მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე
გაფრთხილება: პატარქალიშვილი (14)
მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე

6 აპრილი. ჩხოროწყუ. ცენტრალური. 1 000 მაყურებელი
სასკო-ჭიათურა 1:1
1:0 გ. ქირია (70), 1:1 ნიჟარაძე (80)
სასკო: აკმელი, ელიავა, დ. კუჭუხიძე, თვაური, წაბრია (ახობაძე 79), იაგო დეისაძე, გ. ქირია, ქვარცხავა, ი. ასათიანი (ოკუჯავა 74), კალანდია (თოლორდავა 58), ჯოოფი (სახოკია 68)
სათადარიგოები: სორდია, მამუკა ქვილითაია, ექონია
მწვრთნელი: გიზო შენგელია
ჭიათურა: ბადურაშვილი, ლ. ცუცქირიძე, გაფრინდაშვილი, ჯობინაშვილი, ხარბედია (ბაბლიძე 79), სევასტოპულო, ნიჟარაძე, ბარბაქაძე (სამხარაძე 90), გ. ცუცქირიძე (ქამუშაძე 59; გ. ნოზაძე 90), ჩუბინიძე, თ. ნადირაძე
სათადარიგოები: დევიძე, გაბიჩვაძე
მწვრთნელი: გივი ჩინჩალაძე
გაფრთხილება: ქამუშაძე (61), ბარბაქაძე (66)
მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

6 აპრილი. ხარაგაული. "სოსო აბაშიძე". 500 მაყურებელი
ჩხერიმელა-ლოკომოტივი 2:2
1:0 თ. სანიკიძე (20. პენ.), 1:1 მ. გავაშელიშვილი (24), 1:2 მ. გავაშელიშვილი (60), 2:2 გოდერიძე (85)
ჩხერიმელა: ხვედელიძე, გ. სანიკიძე (კოღუაშვილი 79), ლურსმანაშვილი, გ. მეტრეველი, თ. კიკნაძე, თ. სანიკიძე, გოდერიძე, დ. წულაია (ოკრიბელაშვილი 85), ჩაჩიბაია, ბარბაქაძე, ბ. ჩხეტიანი (შ. გოგია 90)
სათადარიგოები: კვირიკაშვილი, მონიავა, ლომსაძე
მწვრთნელი: გიორგი შავგულიძე
ლოკომოტივი: მიქავა, გაბაძე, გაგნიძე, კუსიანი (მაკასარაშვილი 63), გ. დიასამიძე, სულთანიშვილი, ართმელაძე (გიორგი კიკნაძე 80), არდაზიშვილი (ჩიხლაძე 83), დუმბაძე, მ. გავაშელიშვილი, ღვინაშვილი
სათადარიგოები: რომელფინგერი, ყანჩაშვილი, ლეჟავა, სამურკასოვი
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე
გაფრთხილება: ღვინაშვილი (19), გაბაძე (38), ბ. ჩხეტიანი (48), გ. დიასამიძე (51), ჩაჩიბაია (53), დუმბაძე (75)
გაძევება: ღვინაშვილი (69), გაბაძე (83), თ. კიკნაძე (88)
მსაჯი: დავით სანოძე 

მაჭახელა-საბურთალო 1:0

1. საბურთალო 27 22 3 2 77-17 69
2. ლაზიკა 28 15 6 7 55-31 51
3. ლოკომოტივი 27 14 5 8 56-35 47
4. სამგურალი 28 14 3 11 59-41 45
5. ჭიათურა 27 14 3 10 42-30 45
6. სასკო 26 8 8 10 44-45 32
7. მაჭახელა 27 9 3 15 33-48 30
8. სტუ 28 9 2 17 40-80 29
9. ჩხერიმელა 28 8 3 17 21-57 27
10. ადელი 28 4 4 20 27-69 16

ბომბარდირები
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 27
გოშთელიანი (საბურთალო) 25
ხარაიშვილი (საბურთალო) 18
თევდორაძე (სამგურალი) 14
ბაგაშვილი (ლაზიკა) 14

10 აპრილი
სასკო-ჩხერიმელა
ჭიათურა-სტუ
ლაზიკა-მაჭახელა
ადელი-საბურთალო
სამგურალი-ლოკომოტივი


ბ ჯგუფი

6 აპრილი. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 100 მაყურებელი
გაგრა-ალგეთი 0:0
გაგრა: ბურდეინი, ფირცხალაიშვილი, კოკოზაშვილი, მალიკი, მირონენკო, კუპრი, დ. მიქავა (ხოსიტაშვილი 76), ინჯიბაშვილი, კვიჟინაძე (შეწირული 85), ლ. ასათიანი (ბაქრაძე 73), ცოცხალაშვილი
სათადარიგოები: ზანდარაშვილი, გუჯაბიძე, გ. შენგელია, გივი კიკნაძე
მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
ალგეთი: ძიძიგური, ალასანია, ჭოველიძე, ანიგბო, კობერიძე (ნ. კვაფრაცხელია 90), ქუცურუა, დვალი (ტელა 76), ტეიდი, ნ. ლომიძე (ხეცურიანი 81), ზ. ქარდავა, ლ. პაპავა (ნაკანი 90)
სათადარიგოები: ეზიეშვილი, დ. კაკულია, დათუნაშვილი
მწვრთნელი: გოჩა ტოროშელიძე
გაფრთხილება: ჭოველიძე (52), ძიძიგური (61), კუპრი (61), ქუცურუა (76)
მსაჯი: ლევან კვარაცხელია

6 აპრილი. ოზურგეთი. ცენტრალური. 300 მაყურებელი
მერცხალი-ბორჯომი 0:2
0:1 ჩხარტიშვილი (43), 0:2 როსტიაშვილი (86)
მერცხალი: მაღრაძე, ლ. ქურდაძე, აფხაზავა, ნ. ჭკუასელი, ჩიგოგიძე, მალაზონია, ქარჩილაძე, ხაჭიპერაძე, გ. ჭედია (ბაქრაძე 58), ჯაყელი, კვერენჩხილაძე 
სათადარიგოები: მურუსიძე, ჯოჯიშვილი, ხამაშურიძე, მელაშვილი, ჟღენტი
მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი
ბორჯომი: გაბიჩვაძე, ე. საჯაია, ვეკუა (როსტობაია 90), ჩხარტიშვილი, სალარიძე (მ. შერგელაშვილი 83), ხითარიშვილი, ჯოჯუა, ლ. თედიაშვილი (ფირცხალავა 68), გ. ლობჟანიძე, ბ. მუმლაძე (ლ. კვარაცხელია 76), როსტიაშვილი (შაყულაშვილი 88)
მწვრთნელი: კობა თედიაშვილი
გაფრთხილება: როსტიაშვილი (81), შაყულაშვილი (90)
გაძევება: ხაჭიპერაძე (21)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

6 აპრილი. ტყიბული. `ვლადიმერ ბოჭორიშვილი~. 600 მაყურებელი
მეშახტე-საპოვნელა 1:3
0:1 გ. მაკარიძე (6), 0:2 ბუხაიძე (21), 0:3 ბუხაიძე (29), 1:3 ხინთიბიძე (65)
მეშახტე: გორდეზიანი, გვენეტაძე (თავაძე 57), ც. ხარაბაძე, ჭავჭავაძე (გოგიჩაძე 33), გაგნიძე, ა. ჯანელიძე (ბრეგაძე 65), დ. ქასრაშვილი (სახელაშვილი 65), ჯიქიძე, ი. ცნობილაძე, ი. ბაჯელიძე, ხინთიბიძე
სათადარიგოები: ხეცურიანი, სოფრომაძე
მწვრთნელი: მალხაზ ფორჩხიძე
საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ზ. ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი, ბუცხრიკიძე, ცქიფურიშვილი, მურადაშვილი, გ. მაკარიძე (გ. ახვლედიანი 73), ზაქრაძე (ლაბაძე 71), გ. ტყეშელაშვილი (ჩხიკვაძე 85), ბუხაიძე
სათადარიგო: ნ. მაკარიძე
მწვრთნელი: მირიან გეწაძე
გაფრთხილება: ბუხაიძე (21), ი. ცნობილაძე (40), გვენეტაძე (44)
მსაჯი: შოთა ქუხილავა

დინამო 2-სქური 0:3 (ტექნიკური)
კოლხეთი (ხ)-ბეთლემი გადაიდო


1. საპოვნელა 28 19 7 2 51-18 64
2. ბორჯომი 28 13 5 10 31-32 44
3. გაგრა 28 12 4 12 49-35 40
4. ბეთლემი 27 11 6 10 37-36 39
5. მეშახტე 28 11 3 14 43-45 36
6. კოლხეთი (ხ) 27 9 7 11 33-35 34
7. დინამო 2 28 9 6 13 42-44 33
8. ალგეთი 28 8 9 11 35-36 33
9. მერცხალი 28 8 8 12 33-59 32
10. სქური 28 6 11 11 29-43 29


ბომბარდირები
დარჩიძე (ბეთლემი) 13
ბუხაიძე (საპოვნელა) 12
ხინთიბიძე (მეშახტე) 12

10 აპრილი
საპოვნელა-მერცხალი 
ბორჯომი-კოლხეთი (ხ)
გაგრა-სქური




მეორე ლიგა


ცენტრი

დურუჯი-მეტალურგი 2 0:1
ლიახვი (აჩ)-მარკ სტარსი 3:0
ლიახვი (ცხ)-ჰერეთი 1:1
ივერია-არაგვი 0:4
არაგვი-აბული 4:0
ალაზანი-დურუჯი 6:0
ივერია-ლიახვი (აჩ) 0:3

1. ლიახვი (ცხ) 17 15 2 0 58-9 47
2. მეტალურგი 2 17 15 0 2 76-20 45
3. ალაზანი 18 14 2 2 49-14 44
4. არაგვი 18 13 0 5 47-17 39
5. ლიახვი (აჩ) 17 11 0 6 50-19 33
6. მარკ სტარსი 17 9 1 7 34-26 28
7. ჰერეთი 17 6 2 9 14-35 20
8. ივერია 17 5 1 11 21-47 16
9. აბული 15 4 3 8 23-34 15
10. კახეთი 14 4 2 8 14-32 14
11. ალგეთი XXI 15 4 2 9 8-30 14
12. 35-ე სკოლა 16 4 1 11 25-50 13
13. დურუჯი 18 3 2 13 25-56 11
14. სამეფო 14 3 1 10 21-53 10
15. ივერიონი 14 1 3 10 12-35 6


დასავლეთი

იმერეთი-ბახმარო 3:0
სამეგრელო-რაჭა 1:2
მარგვეთი-კოლხეთი (ხ) 2 3:2
სულორი-საპოვნელა 2 3:1
ლაზიკა 2-სამგურალი 2 1:1
რაჭა-მარგვეთი 1:0
კოლხეთი (ხ) 2-ლაზიკა 2 1:0
სამგურალი 2-სულორი 0:2
საპოვნელა 2-მერცხალი 2 2:1

1. იმერეთი 18 16 1 1 54-9 49
2. სულორი 18 15 2 1 52-8 47
3. სამეგრელო 18 12 3 3 39-10 39
4. კოლხეთი (ხ) 2 19 12 3 4 39-27 39
5. საირმე 17 11 1 5 29-20 34
6. საპოვნელა 2 19 9 2 8 43-39 29
7. ბახმარო 18 9 2 7 36-35 29
8. მარგვეთი 19 9 1 9 38-30 28
9. რაჭა 19 7 3 9 29-29 24
10. ლაზიკა 2 19 6 4 9 39-32 22
11. ეგრისი 18 6 3 9 29-30 21
12. სამგურალი 2 19 4 2 13 26-51 14
13. მართვე 18 4 1 13 20-52 13
14. მერცხალი 2 18 2 2 14 25-48 8
15. სსს ჭიათურა 17 0 0 17 9-87 0


აღმოსავლეთი

გაგრა 2-კოლხი 1:6
ნორჩი დინამო-გარეჯი 0:1
გარდაბანი-ამირანი 2:2
ამირანი-ვიტ ჯორჯია 2 1:3
ვოიაჟი-გაგრა 2 7:2
მზიური-აფხაზეთი 3:5
სართი-ნორჩი დინამო 4:1

1. ცხუმი 17 14 3 0 77-9 45
2. სართი 19 15 0 4 53-20 45
3. ვიტ ჯორჯია 2 18 12 2 4 43-23 38
4. იბერია 18 11 3 4 42-28 36
5. ვოიაჟი 16 11 1 4 45-15 34
6. მზიური 19 8 4 7 48-37 28
7. გარეჯი 18 8 2 8 28-31 26
8. გაგრა 2 19 7 4 8 48-35 25
9. გარდაბანი 17 6 3 8 34-37 21
10. ნორჩი დინამო 19 6 2 11 35-41 20
11. კოლხი 18 5 2 11 41-55 17
12. შავნაბადა 17 5 2 10 18-41 17
13. ამირანი 19 5 2 12 29-67 17
14. აფხაზეთი 19 4 1 14 31-88 13
15. ბახტრიონი 17 2 1 14 14-59 7