სიახლეები

ზარანდია და ოქრიაშვილი: ჯერ ტრავმები

გაუზიარე

ბელგიური გენკის ქართველი შემტევები, თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია ტრავმირებული არიან. ოქრიაშვილმა, გეხსომებათ, საქართველო-გერმანიის მატჩის პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებისას შეცვალა კახა ცხადაძემ. მწვრთნელმა თქვა, რომ თორნიკეს შეცვლა იძულებითი იყო, ტრავმა მიიღოო. 

ოქრიაშვილმა ბელგიის იუპერლიგის წინა ტური გამოტოვა და ჯერ სრული დატვირთვით ვარჯიში არც დაუწყია. 
ასევეა ზარანდია, რომელსაც ორი კვირაა, კუნთის ტრავმა აქვს და, შესაბამისად, გენკის სარეზერვოებშიც არ უწევს თამაში. 

"ჯერ მხოლოდ ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. ორი კვირა დავისვენე და მგონი, დიდხანს არ უნდა გამიგრძელდეს. ჩემი ვარაუდით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე უნდა ვითამაშო" - გვითხრა ზარანდიამ. 

ელიტრაუნდის I ჯგუფის მატჩები 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში გაიმართება. გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. 

ილია ნანობაშვილი