სიახლეები

ანანიძე არსენალისთვის მზადაა

გაუზიარე

დღეს რუსული პრემიერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მოსკოვის სპარტაკი ტულის არსენალს ესტუმრება და, სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩში დაუბრუნდება მოედანს სპარტაკის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, რომელსაც საზარდული აწუხებდა და ამ მიზეზით ვერც საქართველოს ნაკრებს დაეხმარა მალტასთან და გერმანიასთან თამაშებში. 

როგორც მოსკოველთა შვეიცარიელმა თავკაცმა მურატ იაკინმა განაცხადა, ანანიძე ახლა თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და არსენალის წინააღმდეგ ითამაშებს კიდეც: "მართალია, ვერც ამჯერად გავალთ მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ გვაქვს კარგი ამბავიც, ჯანო ანანიძე უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თამაშისთვის მზადაა."

ამ ეტაპისთვის სპარტაკი 36 ქულით მე-6 ადგილზეა, ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის და გამორიცხული არაა, ჩემპიონატი სამეულში დაასრულოს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვოს.

პაატა ძნელაძე