სიახლეები

დანიაში დვალიშვილი მერვედ გამოჩნდა

გაუზიარე

დანიური ოდენსეს ქართველმა თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა მთავარ გუნდში წლეულს პირველად ითამაშა. აქამდე ის მხოლოდ დუბლშემადგენლობაში აგორებდა ბურთს და ერთი-ორი გოლიც იქ გაიტანა. სამშაბათს ვესტსიელანდთთან შინაური შეხვედრისას ლადომ მოედანზე ბოლო 17 წუთი დაჰყო. ოდენსე მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა უკვე სტუმრებისა იყო, მათ მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს და დვალიშვილის გუნდს ზედიზედ მესამე მარცხი აგემეს. სადღეისოდ ოდენსე 12-გუნდიან სუპერლიგაში მე-10 ადგილზეა და გასავარდნ ზონას შვიდი ქულა აშორებს. მომდევნო მატჩს ოდენსე ნორდსიელანდთან სტუმრად 12 აპრილს ჩაატარებს და ვნახოთ, ქართველი ისევ თუ ითამაშებს. 
შეგახსენებთ, ლადო დვალიშვილი ოდენსეში მიმდინარე სეზონის დასაწაყისში ვარშავის ლეგიადან გადავიდა. დანიურ სუპერლიგაში მან სულ რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.  

ლუკა თალაკვაძე