სიახლეები

გიორგი ჭანტურია : სახვევებით მძინავს

გაუზიარე

გიორგი ჭანტურიას კლუჟმა გუშინ რუმინეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მატჩში 1:0 დაამარცხა ოცელულ გალათი და მეტოქეს სატურნირო ცხრილში გადაუსწრო. ოცდაოთხქულადაკლებული კლუჟი ახლა 18 ქულით, ბოლოსწინა 17-ე ადგილზეა. გადამწყვეტი გოლი 57-ე წუთზე გრეგორი ტადემ გაიტანა. ქართველი შემტევი მინდორზე 1:0-ზე, 70-ე წუთზე შევიდა. თუმცა, არა იმიტომ, რომ მწვრთნელი მის სათამაშო ფორმას ეჭვის თვალით უყურებს. მიზეზი წელის ტრავმაა, რომელიც გიორგიმ გერმანიასთან მატჩში კროოსთან შეჯახებისას მიიღო: წელი მტკივა, სპეციალური სახვევები მადევს და ასევე მძინავს, კროოსმა ცუდად მომარტყა წელში და მას მერე ვმკურნალობ, ამიტომ დღეს ალბათ მხოლოდ ოციოდე წუთი თუ მოვახერხებ თამაშსო – გვითხრა ჭანტურიამ, რომელსაც რუმინეთში მატჩის წინ დავუკავშირდით. 

ილია ნანობაშვილი