სიახლეები

დიდი კაპიტანი იუბილარია!

გაუზიარე

ალექსანდრე ჩივაძე იუბილარია. ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს დღეს 60 წელი შეუსრულდა. შეუდარებელი კაპიტანი, რომელსაც „პროფესორსა“ და „დაცვის გენერალს“ ეძახდნენ, 1955 წლის 8 აპრილს დაიბადა.

1973 წელს, ჩივაძე თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს და კარიერის დასრულებამდე - 1987 წლამდე ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ღირსებას ერთგულად იცავდა. 1980-87 წლებში იყო „დინამოსა“ და სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი. თავის თაობაში ბატონი საშა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.

„გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს... ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი სიხარული, გამარჯვება და ბევრი მწუხარებაც. მე ვხედავ და ვგრძნობ ხალხის სიყვარულს და ჩემთვის ეს ყველაფერია. ალბათ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“ - ამბობს იუბილარი.

დაბადების დღეს გილოცავთ, კაპიტანო! ჯანმრთელობას, წარმატებებს და ჩვენს გვერდით დიდხანს ყოფნას გისურვებთ.

დაბადების დღეს გილოცავთ, კაპიტანო!

 

სფფ-ის პრესსამსახური