სიახლეები

ნახევარფინალამდე ყველამ დიდი ბრძოლით მოაღწია

გაუზიარე

საქართველოს თასის ნახევარფინალამდე ჩემპიონობის სამი ყველაზე რეალური პრეტენდენტიდან მხოლოდ ერთი, დინამო თბილისი მივიდა. დედაქალაქელებს ევროსაგზური ჩემპიონატიდანაც დაბევებული აქვთ, დანარჩენ სამ ნახევარფინალისტს კი სათასო ასპარეზი ევროარენაზე გასვლის საშუალებად ესახება.
თუკი სამტრედიას უმაღლესი ლიგიდანაც აქვს ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების შანსი, ჩიხურასა და ცხინვალს იქ საქმეები არასტაბილურად მისდით და ევროპული შანსის შესანარჩუნებლად სათასო წარმატება ჰაერივით სჭირდებათ.
ორი ნახევარფინალური წყვილიდან რომელიმეზე ვერ ვიტყვით, ცენტრალურიაო, ორივე დაპირისპირება ბევრ საინტერესოს გვპირდება, შანსი კი ყველას აქვს. თუკი იმერულ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, თბილისურ-ცხინვალურ ორ რაუნდიან ბრძოლაში გამარჯვების მეტი შანსი, ერთი შეხედვით, დინამოს აქვს, თუმცა პროგნოზებისგან მაინც თავი უნდა შევიკავოთ.
რაც შეეხება გუნდების მიერ ნახევარფინალამდე განვლილ გზას, დინამომ და ჩიხურამ, როგორც ევროტურნირების მონაწილეებმა, ბრძოლა მერვედფინალიდან დაიწყეს და დღევანდელ დღემდე იოლად არც ერთი მისულა. დინამოელებმა მერვედფინალში ქობულეთის შუქურას ბარიერი დიდი ბრძოლით დაძლიეს, მეოთხედფინალში კი, კიდევ უფრო მძიმე მატჩები გადაიტანეს გორის დილასთან. 
ჩიხურამ ამ გათამაშებაში ერთი იმერული დერბი უკვე მოიგო, მაშინ როცა ჯერ კიდევ ამბიციურ ზესტაფონს საშინაო ფრეს შემდეგ სტუმრად აჯობა, მეოთხედფინალში კი მეოხის გარეშე დარჩენილი მეტალურგის დაჯაბნვა აღარ გასჭირვებია.
ერთი თანარეგიონელი ჩამოიცილა გზიდან სამტრედიამაც. მეთექვსმეტედფინალში გელა სანაიას გაწვრთნილ გუნდს არაფერი გასჭირვებია, სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპებზე უკვე ზაზა ზამთარაძის გაწვრთნილებმა ბეწვის ხიდზე იარეს – ჯერ ბათუმელებთან სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, შემდეგ კი ნერვულ დაპირისპირებაში ტორპედოს ერთი ბურთის სხვაობით აჯობეს.
ცხინვალმა ამ გათამაშებაში ორჯერ წააგო შინ, მაგრამ საპასუხო მატჩებში შესძლო მდგომარეობის გამოსწორება. კახა კაჭარავას გუნდმა ჯერ პირველი ლიგის ა ჯგუფის ლიდერი საბურთალო ჩამოიცილა გზიდან, მეოთხედფინალში ანალოგიური სცენარით ვიტ ჯორჯიას სძლია, შუალედში კი პირველი ლიგის ბ ჯგუფის პირველადგილოსან საპოვნელას შედარებით იოლად გაუსწორდა.

ლევან ჯანეზაშვილი


ჩიხურა-სამტრედია
7 აპრილი 16:00
ივანწმინდა. ცენტრალური
დისკვალიფიკაცია: ბეჭვაია, ბოლქვაძე (ორივე – სამტრედია)
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

დინამო-ცხინვალი
7 აპრილი 17:00
თბილისი. `დინამო არენა~
დისკვალიფიკაცია: თოთაძე, ბუკორაცი (ორივე – დინამო), იმედაშვილი, კაჭარავა (ორივე – ცხინვალი)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

საპასუხო ნახევარფინალური მატცები 28 აპრილს შედგება.


გზა ნახევარფინალამდე:

ჩიხურა
მერვედფინალი
ზესტაფონი 
შინ 0:0 
სტუმრად 1:0 (გოლი: თ. ღონღაძე)
მეოთხედფინალი
მეტალურგი 
სტუმრად 0:0 
შინ 3:0 (გოლები: მუმლაძე, ტროიანოვსკი, დობროვოლსკი)

სამტრედია
მეთექვსმეტედფინალი
ბეთლემი
შინ 3:0 (გოლები: დოლიძე, გაბედავა, ქანთარია)
სტუმრად 4:1 (გოლები: ქანთარია (2), ი. კერძევაძე, შ. კერძევაძე)
მერვედფინალი
დინამო ბთ
სტუმრად 1:4 (გოლი: დათუნაიშვილი)
შინ 3:0 (გოლები: ბეჭვაია, კვირკველია, დათუნაიშვილი)
მეოთხედფინალი
ტორპედო
შინ 2:1 (გოლები: კაპანაძე (2)
სტუმარდ 0:0

დინამო
მერვედფინალი
შუქურა
სტუმრად 1:1 (გოლი: ჩირგაძე)
შინ 3:1 (გოლები: ჩირგაძე, პარუნაშვილი, ს. ლობჟანიძე)
მეოთხედფინალი
დილა 
სტუმრად 0:0
შინ 1:0 (გოლი: კაკაბაძე)

ცხინვალი
მეთექვსმეტედფინალი
საბურთალო
შინ 1:2 (გოლი: კაჭარავა)
სტუმრად 3:0 (გოლები: კაჭარავა, შინდაგორიძე, მახარობლიძე)
მერვედფინალი
საპოვნელა
შინ 3:0 (გოლები: შინდაგორიძე, ივანიშვილი, კაჭარავა)
სტუმრად 0:0
მეოთხედფინალი
ვიტ ჯორჯია
შინ 4:5 (გოლები: კაჭარავა (2), ივანიშვილი, კაჭკაჭიშვილი)
სტუმრად 4:1 (გოლები: ცაცკრიალაშვილი (2), მახარობლიძე, ლექვთაძე)