სიახლეები

XXII ტურის სიმბოლური ნაკრები

გაუზიარე

-----------------------------ჯერემია-----------------იაშვილი----------------------------
--------------------------(ზესტაფონი)----------(სამტრედია)--------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------კირკიტაძე------------------------------------------
-----------------------------------------(ტორპედო)------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
ჭანტურიშვილი (2)---მოსიაშვილი------------გვალია (2)-----დოლიძე (4)
(დინამო თბ)---------------(გურია)-----------------(დილა)---------(სამტრედია)
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------ადამაძე (2)-----------ზ. თევზაძე (3)----------კაკაბაძე------------
--------------(ტორპედო)--------------(კოლხეთი)--------------(დინამო თბ)-------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------ბობღიაშვილი (2)----------------------------------
-------------------------------------------(ზუგდიდი)------------------------------------------


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტურის მიმოხილვა

იაშვილი 18 წლის შემდეგ და დინამოების როტაცია

ტურში ბევრი ნიშანდობლივი ამბავი მოხდა – თუნდაც ლიდერის შეცვლა რად ღირს, მაგრამ სამტრედიული მატჩის 52-ე წუთზე გასული გოლი მაინც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. მეგოლე ალექსანდრე იაშვილი გახლავთ, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და აქაური გოლიც ამხელა ინტერვალით გაიტანა. დაგვეთანხმებით, მართლაც გამოსარჩევი ამბავია, რომელიც სამუდამოდ შევა ჩვენი უმაღლესი ლიგის ისტორიაში. 
იაშვილს მხარი თანაგუნდელებმაც აუბეს და სამტრედიამ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა, რითაც ევროსაგზურის მოპოვების შანსი შეინარჩუნა. ეს ჩემპიონატიდან, თორემ ზაზა ზამთარაძის გუნდს ევროპის ლიგაზე გასვლა თასის გათამაშებიდანაც შეუძლია, სადაც ნახევარფინალამდეა მისული.

ერთი დინამო მეორემ შეცვალა
ტურს ორი ცენტრალური მატჩი ჰქონდა - თბილისში ერთმანეთის პირისპირ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ორი უშუალო კონკურენტი წარსდგა, ქობულეთში კი აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა ბათუმის დინამომ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.
ჩემპიონობის სამი პრეტენდენტიდან ერთმაც ვერ მოიგო, ამით კი ყველაზე დიდი სარგებელი დინამო თბილისმა ნახა და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში. მართალია, კახა გოგიჩაიშვილის გუნდი ბათუმელებსა და გორელებს თითო ქულით უსწრებს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეიდან დინამოელთა ბედი მათსავე ხელთაა.
რომ არა დილას ახალგაზრდა ფლანგელის, შეცვლაზე შესული გიორგი ერისთავის გამათანაბრებელი გოლი, დედაქალაქელები უფრო სოლიდურადაც დაწინაურდებოდნენ, თუმცა `დინამო არენაზე~ ფრე დაფიქსირდა და ოქროს მაძიებელთა რიცხვიც კვლავ სამია.
ვივარაუდეთ, რომ ბათუმელებს ზედიზედ მეშვიდე გამარჯვების მიღწევა გაუჭირდებოდათ. ტორპედომ ქობულეთში მართლაც ჩინებულად ითამაშა და აჭარულ კლუბს ქულაც არ დაანება. გიორგი დარასელიას გუნდი ბოლო დროს დამაჯერებლად გამოიყურება და რომ არა ჩაგდებული პირველი წრე, ევროსარბიელზე გასვლის რეალური შანსი ექნებოდა.

ყველაზე გოლუხვი ტური
22-ე ტური წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე უხვგოლიანი აღმოჩნდა – 8 მატჩში 31 გოლი გავიდა, რაც ერთ შეხვედრაში საშუალოდ, თითქმის ოთხი გატანილი ბურთია. ერთბაშად ხუთმა ფეხბურთელმა შეასრულა დუბლი და ამ მხრივ ტური ასევე სარეკორდოა.
საკუთარი გუნდის წარმატებაში იმდენმა მოთამაშემ შეიტანა წვლილი, რომ ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენა ძალიან გაგვიჭირდა და იძულებულნი გავხდით, ბევრი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის დუბლის ორი ავტორი საუკეთესო თერთმეტეულს მიღმა დაგვეტოვებინა.
სიმბოლურ ნაკრებს მიღმა დარჩენილი ხალხის დამსახურება აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ:
- ზუგიდი-ცხინვალის მატჩში დუბლი შეასრულეს მასპინძელმა შოთა ლომიამ და სტუმარმა ბიძინა მახარობლიძემ;
- შუქურასთან შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა სამტრედიელთა საყრდენმა თორნიკე გორგიაშვილმა;
- ტორპედოს გამარჯვებაში ამჯერადაც სოლიდური წვლილი შეიტანა ირაკლი კლიმიაშვილმა;
- ჩიხურა-მერანის შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი პირველი გოლის ავტორი ალექსანდრე ივანიშვილი იყო, რომელიც პირველად მოხვდა საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობაში;
- სიონთან მატჩში საუცხოოდ გაისარჯა კოლხეთის ახალგაზრდა მარცხენაფლანგელი შემტევი ლევან შენგელია, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასია;
- იგივე დამსახურება მიუძღვის საკუთარი გუნდის გამარჯვებაში გურიას გამოცდილ მარჯვენაფლანგელ კობა შალამბერიძეს.

ვიტელებს ვემშვიდობებით
ცოტაც და ვიტ ჯორჯია ოფიციალურადაც დაკარგავს უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსს. მორიგმა მარცხმა ვეტერინარები პირველ ლიგას კიდევ უფრო მიაახლოვა.
კვლავ გასავარდნ ზონაშია ბოლნისის სიონი, რომელმაც `მიხეილ მესხზე~ ფოთის კოლხეთთან `ექვქულიანი~ შეხვედრა წააგო და სამშვიდობომდე ოთხი ქულა აშორებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უსასოოდ დარჩენილი მეტალურგი პირველი ლიგისკენ მიექანება, ბოლნისელებს უარეს შემთხვევაში, პლეი ოფში მოხვედრის იმედი მაინც უნდა ჰქონდეთ.
სამაგიეროდ, უმაღლესში დარჩენა თითქმის უკვე დაბევებული აქვს გურიას, რომელიც სეზონის სტარტზე განწირული ჩანდა. სხვათა შორის, ლანჩხუთური კლუბი ამ ჩემპიონატში ერთადერთია, რომელსაც შინ არ წაუგია.

ტურის ფეხბურთელი
ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო)
დინამო იგებდა, მაგრამ ვერ მოიგო. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ლიდერობა ამ ერთი ქულითაც დაიბრუნა, რაშიც, ცხადია, ლომის წილი დუბლის ავტორმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა დაიდო. ამ ტურში წყვილი გოლი სხვებმაც გაიტანეს, მაგრამ ტურის ფეხბურთელად ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ყველაზე ძვირფასი, ანუ ლიდერობის მომტან დუბლის ავტორს ვასახელებთ.

ლევან ჯანეზაშვილი


სამტრედია-შუქურა 4:1
დინამო ბთ-ტორპედო 2:3
ჩიხურა-მერანი 2:0
სიონი-კოლხეთი 1:2
გურია-ვიტ ჯორჯია 4:1
ზესტაფონი-მეტალურგი 2:0
ზუგდიდი-ცხინვალი 3:2
დინამო თბ-დილა 2:2

1. დინამო თბ 22 13 4 5 36-19 43
2. დინამო ბთ 22 13 3 6 29-19 42
3. დილა 22 12 6 4 33-18 42
4. სამტრედია 22 11 4 7 30-19 37
5. ცხინვალი 22 10 3 9 22-29 33
6. ჩიხურა 22 9 6 7 29-24 33
7. გურია 22 8 8 6 23-27 32
8. ტორპედო 22 7 9 6 28-24 30
9. შუქურა 22 8 6 8 25-25 30
10. ზესტაფონი 22 6 8 8 40-36 26
11. კოლხეთი 22 6 7 9 18-26 25
12. მერანი 22 6 7 9 16-22 25
13. ზუგდიდი 22 6 6 10 16-27 24
14. მეტალურგი 22 6 6 10 20-25 24
15. სიონი 22 5 5 12 21-35 20
16. ვიტ ჯორჯია 22 4 4 14 20-31 16

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9
დ. სიჭინავა (სიონი) 8
შ. ლომია (ზუგდიდი) 8
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
საბანაძე (ტორპედო) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 7
კაპანაძე (სამტრედია) 7
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
შალამბერიძე (გურია) 6
შინდაგორიძე (სპარტაკი) 5
ქავთარაძე (დინამო ბთ) 5
ტატანაშვილი (დინამო ბთ) 5
შონია (დინამო ბთ) 5
კურდღელაშვილი (ვიტ) 5

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 7
შალამბერიძე (გურია) 5
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
მუჯირი (დინამო ბთ) 4
პარუნაშვილი (დინამო თბ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 3
ჩელებაძე (შუქურა) 3
შ. ჯიქია (კოლხეთი) 3
ფიფია (ტორპედო) 3
ს. ლობჟანიძე (დინამო თბ) 3
ზ. ლობჟანიძე (სიონი) 3
თათხაშვილი (ვიტ ჯორჯ) 3
ჭიკაიძე (სიონი) 3
ახალკაცი (დილა) 3
გვალია (დილა) 3
გორგიაშვილი (სამტრედია) 3
დ. სიჭინავა (სიონი) 3
ქავთარაძე (დინამი ბთ) 3
კიტეიშვილი (დინამო თბ) 3
ტეტუნაშვილი (დინამი ბთ) 3
სეთურიძე (დილა) 3
კირკიტაძე (ტორპედო) 3
მთივლიშვილი (ზესტაფონი) 3

გოლი+პასი
მოდებაძე (დილა) 12 (10+2)
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
დ. სიჭინავა (სიონი) 11 (8+3)
შალამბერიძე (გურია) 11 (6+5)
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10 (7+3)
კვერნაძე (ტორპედო) 10 (9+1)
შ. ლომია (ზუგდიდი) 10 (8+2)
კვეკვესკირი (დილა) 9 (7+2)
მუმლაძე (ჩიხურა) 9 (7+2)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
ქავთარაძე (დინამო ბთ) 8 (5+3)
ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8 (6+2)
გეწაძე (სამტრედია) 8 (1+7)
ჩელებაძე (შუქურა) 7 (4+3)
გორგიაშვილი (სამტრედია) 7 (4+3)
დოლიძე (სამტრედია) 7 (3+4)
კაპანაძე (სამტრედია) 7 (7+0)
ცნობილაძე (სიონი) 6 (6+0)
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6 (6+0)
ილურიძე (ზესტაფონი) 6 (6+0)
მუჯირი (დინამო ბთ) 6 (2+4)
ტეტუნაშვილი (დინამო ბთ) 6 (3+3)
შონია (დინამი ბთ) 6 (5+1)

დვალი (ზესტაფონი) 5
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 4
ჩისკო (დინამო თბ) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
კვირკველია (სამტრედია) 4
ქავთარაძე (დინამო ბთ) 4
დოლიძე (სამტრედია) 4
ტაბატაძე (დინამო თბ) 3
მამალაძე (მერანი) 3
ძარია (დილა) 3
მუჯირი (დინამო ბთ) 3
დ. სიჭინავა (სიონი) 3
შალამბერიძე (გურია) 3
ცინცაძე (დინამო თბ) 3
ალავიძე (დინამო ბთ) 3
პარუნაშვილი (დინამო თბ) 3
შეყრილაძე (ტორპედო) 3
ტეტუნაშვილი (დინამო ბთ)O 3
კურდღელაშვილი (ვიტ) 3
ზ. თევზაძე (კოლხეთი) 3

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 2
მოდებაძე (დილა) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო თბ) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (დინამო ბთ) 1
მუჯირი (დინამო ბთ) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო თბ) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
პაულო ვიქტორი (შუქურა) 1
ჭანტურიშვილი (დინამო თბ) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო თბ) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (ცხინვალი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფ) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (დინამო ბთ) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი) 1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1
ნ. მაისურაძე (ვიტ ჯორჯია) 1
ზივზივაძე (ტორპედო) 1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
მოდებაძე (დილა) 2

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (ცხინვალი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 24
0:0 23
0:1 20
2:1 18
2:0 18
2:2 13
მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
გოგუაძე (გურია) 341
მამინაშვილი (დინამო ბთ) 147
კაკალაძე (შუქურა) 115
კუპატაძე (ზესტაფონი) 108
ქვილითაია (ჩიხურა) 107

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
ალავიძე (ბათუმი) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 22
დ. ხარიტონაშვილი 19
გ. ვადაჭკორია 18
გ. ყრუაშვილი 15
ა. ნონიკაშვილი 13
ჯ. ხორავა 12
ბ. ნინუა 12
გ. კიკაჩეიშვილი 10
ი. კვირიკაშვილი 9
ლ. კვარაცხელია 7
თ. გვანცელაძე 6
ხ. გაგნიძე 5
დ. სანოძე 5
ა. ბასლეჰლო 5
გ. დოგრაშვილი 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი 2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
შ. ქუხილავა 1