სიახლეები

გოროზია სტაბეკის თერთმეტეულში მკვიდრდება

გაუზიარე

ნორვეგიის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ ტურში სტაბეკმა 1:1 ითამაშა ჰაუგესუნდთან. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ სტაბეკის სასტარტოში იყო 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი გოროზია, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა. შეგახსენებთ, გოროზიას საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, სტაბეკში კი თბილისის ლოკომოტივიდან გადავიდა შარშან ზაფხულს. 
სხვათაშორის, გოროზია მოსამზადებელ ეტაპზეც სასტარტოში თამაშობდა და ჩანს, რომ სტაბეკის ამერიკელი მწვრთნელი ბობ ბრედლი ქართველ ახალგაზრდას კარგი თვალით უყურებს.

პოლონეთში ნიკა ძალამიძისა და გიორგი ფოფხაძის იაგელონია შინ 2:2 დაუზავდა ვისლას. ქართველები შეუცვლელად გაისარჯნენ და პირველი გოლი, მე-16 წუთზე სწორედ ძალამიძის მშვენიერი პასის შემდეგ გავიდა. იქამდე ერთი წუთით ადრე ფოფხაძესაც ჰქონდა მომენტი და მეკარემ აუღო. 

იაგელონია მესამე ადგილზეა და 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლეგიას, ხოლო 5 ქულით – მეორეადგილოსან ლეხს.  

ილია ნანობაშვილი