სიახლეები

ქვილითაია ბრუნდება

გაუზიარე

უნგრული დიორის 21 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი ქვილითაია ბოლო პერიოდში ტრავმებმა გატანჯა და ახლაც იძულებითი დასვენება უწევს. არადა გიორგიმ მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გაიარა თავის გუნდთან ერთად და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზეც აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ პირველივე შეხვედრაში კვლავ გაუხსენა ნატკენმა საზარდულმა თავი და დაახლოებით ერთთვიანი პაუზა გამოუვიდა. ცნობილი იყო, რომ 3 აპრილს კაშკემეტთან (1:1) უნდა დაბრუნებულიყი, მაგრამ განაცხადს მიღმა დარჩა. გუშინ მას უნგრეთში დავუკავშირდით და უთამაშებლობის მიზეზზე ვკითხეთ: "კლუბის ექიმმა მიმკურნალა და თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, მაგრამ მწვრთნელები მოერიდნენ ამ ეტაპზე ჩემს თამაშს და კიდევ რამდენიმე დღე მომცეს იმისათვის, რომ ტრავმა ბოლომდე მოვიშუშო. მომდევნო ტურში კი, რომელიც 11 აპრილს გაიმართება, წესით უკვე უნდა შევძლო მოედანზე გასვლა."

ამ ეტაპზე დიორი უნგრეთის ჩემპიონატში 29 ქულით მე-9 ადგილზეა და პრაქტიკულად თეორიული შანსიღა დარჩა ევროსაგზურისთვის საბრძოლველად.

პაატა ძნელაძე