სიახლეები

ქეცბაია ჯერჯერობით მეორეა

გაუზიარე

კვიპროსში გულშემატკივრებს შორის მიმდინარეობს გამოკითხვა თუ ვინ არის ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი. ამ ეტაპზე გამოკითხვაში მონაწილეობა უკვე მიიღო 15 ათასზე მეტმა ქომაგმა. ჯერჯერობით პირველ ადგილზეა ნიქოზიის ომონიას გერმანელი ფორვარდი რაინერ რაუფმანი, რომელიც ამ გუნდის ღირსებას დაახლოებით რვა წლის განმავლობაში იცავდა და 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. რაუფმანს სულ მცირედით ჩამორჩება ანორთოსისის ქართველი ლეგენდა თემურ ქეცბაია, რომელიც ჯერ როგორც ფეხბურთელი იყო გუნდის უპირობო ლიდერი, შემდეგ კი, უკვე როგორც მთავარმა მწვრთნელმა გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 

ნომინანტთა შორისაა კიდევ ერთი ქართველი, გიორგი ქინქლაძე, თუმცა უნიჭიერესი ქართველი, რომელიც დღემდე რჩება მანჩესტერ სიტის ქომაგების ერთ-ერთ უსაყვარლეს მოთამაშედ, კვიპროსელ ლეგიონერთა საუკეთესო ათეულში ვერ ხვდება. ეს უთუოდ იმითაა განპირობებული, რომ ქინქლაძემ კვიპროსის ჩემპიონატში ძალიან ცოტა ხანს ითამაშა.

პაატა ძნელაძე