სიახლეები

არჩილ ფარტენაძის ხსოვნას....

გაუზიარე

ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდა ქედაში. სავარჯიშო პროცესის დროს, გარდაიცვალა საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემის“ მოთამაშე-მწვრთნელი, 27 წლის არჩილ ფარტენაძე.

არჩილ ფარტენაძე ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს გული გაუჩერდა და ადგილზევე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისი შველა ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, არჩილ ფარტენაძეს გულის პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ის ფეხბურთით ცხოვრობდა და მაინც აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეძრულია ამ ტრაგიკული შემთხვევით... ვუსამძიმრებთ არჩილ ფარტენაძის ოჯახს, მის მეგობრებს, საფეხბურთო კლუბ „ბეთლემსა“ და მთელ ქედას.

სფფ-ის პრესსამსახური