მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა რუსეთის პირველ ლიგაში. ჩვენებურების ტოსნომ ტომი მიიღო და 0:1 წააგო. მასპინძელთა რიგებში არც ერთ ქართველს არ უთამაშია. ნუკრი რევიშვილი და გიორგი ნავალოვსკი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იყვნენ გამოძახებულები, ტოსნოს კიდევ ერთ ქართველს, ოთარ მარცვალაძეს კი არ უთამაშია.
სკა-ენერგია, რომლის ღირსებას გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილი იცავენ, იაროსლავლში ადგილობრივ შინიკთან 0:2 დამარცხდა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოგუამ სრულად ითამაშა, ალადაშვილი კი შესვენების შემდეგ შეცვალეს.
ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლმა სახალინმა გაზოვიკთან საშინაო შეხვედრა 0:0 დაასრულა. სახალინელთა რიგებში ბოლო ნახევარი საათი ითამაშა გიორგი კახელიშვილმა, რომელიც ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე