სიახლეები

18-წლამდელები: უკრაინასთან 1:3

გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა (1997 წელს დაბადებულები) ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ("ფედერაციის თასი 2015”) მეორე მატჩი წააგო. პოლონეთთან 0:1-ის შემდეგ ვასილ მაისურაძის შეგირდები უკრაინასთან 1:3 დამარცხდნენ. ქართველთაგან გოლი თბილისის დინამოს შემტევმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა. 

ქართველები ტურნირის ბოლო მატჩს მასპინძელ ლატვიასთან გამართავენ 27 მარტს.

საქართველო-უკრაინა 1:3

0:1 შევჩენკო (19), 1:1 მიქელთაძე (56), 1:2 შჩებეტუნი (74), 1:3 მიხაილიჩენკო (83)

საქართველო: ისიანი, კაპანაძე (ქობულაძე 46), გადრანი (ჯომიდავა 76), მამუჩაშვილი, ნადარაია, ბაშალეიშვილი (ღვინაშვილი 82)), ძარია (ალთუნაშვილი 46), ბიძინაშვილი, კიკნაძე (გვარაძე 51), მიქელთაძე, გოშთელიანი (ართმელაძე 82).

გაფრთხილება: ძარია (23), ქობულაძე (52), მასალოვი (88), კრავეცი (90)

1997 წელს დაბადებულთა ნაკრები წლეულს, ნოემბერში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჯგუფური ტურნირი თბილისში გაიმართება, მეტოქეები კი უელსი, ალბანეთი და ავსტრია იქნებიან. 

ილია ნანობაშვილი