სიახლეები

ხორგუაშვილები ყველასთან სასაუბროდ მზად არიან

გაუზიარე

მოლდოვური ინტერნეტსაიტი Moldfootball.com დაუკავშირდა შერიფის ყოფილ ფეხბურთელ ვალტერ ხორგუაშვილს. როგორც იცით, გავრცელებული ხმების თანახმად, ის თავის ძმასთან, პავლესთან ერთად საფეხბურთო კორუფციულ გარიგებებში მონაწილედ მიიჩნიეს. სწორედ ამის თაობაზე გაესაუბრნენ მას მოლდოველი ჟურნალისტები.  

დიდი სურვილი მაქვს, კომენტარი გავაკეთო აგორებულ ჭორებზე, რომელთა გამო ჩემთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა. 2014 წელს მოლდოვაში ვიყავი ჩამოსული. დინამო-ავტოში სინჯები გავიარე და დაახლოებით თვენახევარი დავყავი იქ, შემდეგ კი  გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოიქმნა და წასვლა გადავწყვიტე. ამის შემდეგ მესმოდა ხმები ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მათთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მართალია, ახლა ტრავმა მაწუხებს, მაგრამ მოქმედი ფეხბურთელი ვარ და ასეთი ხმები, ბუნებრივია არ მსიამოვნებს. რაც შეეხება იმ ორ სინგაპურელს, მე მათთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. 

მსგავს საქმესთან დაკავშირებით თქვენი და თქვენი ძმის სახელები უკვე ფიგურირებდა. ვგულისმობთ 2011 წელს ფინეთში აგორებულ საფეხბურთო სკანდალს.

დიახ, იყო ასეთი შემთხვევა. ფინეთში 2011 წელს ვთამაშობდი. მაშინ მეც და რამდენიმე პირიც არაერთხელ დაგვკითხეს გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერზე მოგვედავენ, რადგან მართლები ვიყავით. მაშინ მეორე ლიგა მოვიგეთ და უძლიერესთა შორის თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

მოლდოვის პოლიციიდან ხომ არ დაგკავშირებიან?

არა. მე ნებისმიერი საუბრისთვის მზად ვარ. ჩემი ტელაფონი ყოველთვის ჩართულია. 

პაატა ძნელაძე