სიახლეები

საქართველო vs გერმანია - ელექტრონული ბილეთების შეძენის პროცედურა

გაუზიარე

პირველი ნაბიჯი: გადადით ლინკზე - www.gff.ge/tickets

მეორე ნაბიჯი:        გაიარეთ რეგისტრაცია;

  • გრაფაში „პასპორტი“ შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც პირადი ნომერი, ისე პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი;

მესამე ნაბიჯი:        აირჩიეთ სასურველი ადგილი სტადიონზე;

  • გახსოვდეთ, რომ ბილეთების მაქსიმალური რაოდენობა ერთ რეგისტრირებულ მომხმარებელზე 15 ცალია. ამაზე მეტის შეძენას ერთი მომხმარებელი ვერ შეძლებს;

მეოთხე ნაბიჯი:     გადაიხადეთ თანხა ბარათით;

 

ბილეთი თქვენი საკუთრებაა თუ:

ფული მოიხსნა თქვენი ანგარიშიდან და ამის შესახებ ბანკიდან მოგივიდათ სმს და საბანკო ოპერაციის ბოლოს, საიტიც დაადასტურებს ოპერაციის წარმატებით დასრულებას.

მომხმარებელთა სიმრავლის გამო, შესაძლოა, თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე პროგრამული ხარვეზის გამო არ მოვიდა ბილეთის ყიდვის დადასტურება, თუმცა, ბილეთის მისაღებად მისი წარდგენა სავალდებულო არ არის.

მეხუთე ნაბიჯი:     ბილეთის ასაღებად მიბრძანდებით „დინამო არენას“ სალაროებში იმ დოკუმენტით, რომლითაც გაიარეთ რეგისტრაცია საიტზე და მიიღეთ თქვენს მიერ ნაყიდი ბილეთები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით შეძენილი ბილეთების მფლობელებს ბილეთების აღება დინამოს სალაროებში მათთვის სპეციალურად გამოყოფილ №1 და №2 სალაროებში შეეძლებათ.

ონლაინ ბილეთების მფლობელებს ბილეთების აღება შეეძლებათ ყოველდღე, 29 მარტის (თამაშის დღის) ჩათვლით.