სიახლეები

გერმანული პრესა: საავსტრალიო თერთმეტეული ცნობილია

გაუზიარე

როგორც იცით, დღეს კაიზერსლაუტერნში გერმანია-ავსტრალიის ამხანაგური მატჩი გაიმართება, 29 მარტს კი იოახიმ ლიოვის გუნდი თბილისში ითამაშებს საქართველოს ნაკრებთან ევროშესარჩევ შეხვედრას. გერმანული პრესა, მათ შორის, Kicker-იც, ასახელებს იმ ძირითად თერთმეტეულს, რომლითაც ავსტრალიელებთან თამაშს დაიწყებენ. ეს გამომდინარე ლიოვის ბოლო ორი ვარჯიშიდან...

ძირითადი შემადგენლობა იქნება სამმცველიანი სისტემით (3-2-3-2): ვაიდენფელერი – ბოატენგი, ჰუმელსი, ბადშტუბერი – შვაინშტაიგერი, გიუნდოგანი – იოზილი, კროოსი, როისი – მიულერი, გიოტცე.  

მეკარე მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო და დღეს ვერ ითამაშებს, მაგრამ ლიოვმა განაცხადა, რომ თბილისური მატჩისთვის მზად იქნება. 

ბუნდესმანშაფტის თავკაცმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო შემადგენლობა შეარჩია, მაგრამ უახლოეს მომავალში ახალგაზრდებს კიდევ უფრო დააწინაურებს. გვარებიც დაასახელა: ემრე ჩანი (ლივერპული), კევინ ფოლანდი (ჰოფენჰაიმი), მაქს მაიერი, ლეონ გორეცკა (ორივე – შალკე). 

"ისინი ჯერ 21-წლამდელთა ნაკრებში იქნებიან, ზაფხულში ხომ ევროპის ჩემპიონატი ელით. სელექციას მუდმივად ვაწარმოებთ და შესაძლოა, ზაფხულის შემდეგ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოჩნდეს მთავარ ნაკრებში".  

ილია ნანობაშვილი