სიახლეები

ნოიერი ავსტრალიასთან გამოირიცხა, თბილისში კი მაინც მოდის

გაუზიარე

გერმანიის ნაკრების ძირითადმა მეკარემ მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში, მიონხენგლადბახის ბორუსისთან შეხვედრაში კურიოზული გოლიც გაუშვა და მუხლიც დაიშავა. ამის გამო გერმანელთა სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ დღეს კაიზერსლაუტერნში ავსტრალიის წინააღმდეგ ბუნდესმანშაფტის კარს ნოიერი არ დაიცავს. 

ნოიერის გარდა, იოახიმ ლიოვს გამოძახებული ჰყავს კიდევ ორი მეკარე: რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი) და რობერტ ცილერი (ჰანოვერი). ავსტრალიის წინააღმდეგ  ძირითადში ვაიდენფელერი იქნება, სამაგიეროდ, დიდი ალბათობით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ნოიერი აუცილებლად ჩამოჰყვება გერმანიის ნაკრებს თბილისში და, სავარაუდოდ, თამაშს შეძლებს კიდეც. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მისი საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც გერმანელები თბილისში ჩამოვლენ.

პაატა ძნელაძე