გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ის შემადგენლობა დაასახელა და დანომრა, რომელიც ავსტრალიასთან და საქართველოსთან თამაშებისთვის გამოიძახა. ბუნდესმანშაფტი 25 მარტს კაიზერსლაუტერნში ავსტრალიას გაეჯიბრება ამხანაგურ შეხვედრაში, 29 მარტში კი თბილისში, დინამო-არენაზე საქართველოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრა ელის.
მცველები: 2 შკოდრან მუსტაფი (ვალენსია, ესპანეთი), 3 იონას ექტორი (კიოლნი), 4 ბენადიქტ ჰიოვედესი (შალკე), 5 მატს ჰუმელსი (დორტმუნდი), 14 ჰოლგერ ბადშტუბერი (ბაიერნი), 15 სებასტიან რუდი (ჰოფენფაიმი), 17 ჟერომ ბოატენგი (ბაიერნი).
ნახევარმცველები: 6 სამირ ხედირა (რეალი, ესპანეთი), 7 ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი), 8 მესუთ იოზილი (არსენალი, ინგლისი), 9 ანდრე შიურლე (ვოლფსბურგი) 11 მარკო როისი (დორტმუნდი), 16 ქარიმ ბელარაბი (ლევერკუზენი), 18 ტონი კროოსი (რეალი, ესპანეთი), 19 მარიო გიოტცე (ბაიერნი), 20 კრისტოფ კრამერი (გლადბახი), 21 ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი).
თავდამსხმელები: 10. ლუკაშ პოდოლსკი (ინტერი, იტალია), 13 ტომას მიულერი (ბაიერნი), 23 მაქს კრუზე (გლადბახი).
მიმდინარე შესარჩევი ეტაპი მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა არადამაჯერებლად დაიწყეს. შოტლანდიასთან საშინაო გამარჯვების (2:1) შემდეგ, ლიოვის გუნდმა პოლონეთში 0:2 წააგო, შემდეგ ირლანდიასთან ფრე 1:1 იყო, წლის ბოლოს კი მაჩანჩალა გიბრალტარს 4:0 სძლიეს. 4 ტურის შემდეგ გერმანელები 7 ქულით მე-2 ადგილზე არიან.
რაც შეეხება საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირების ისტორიას, აქამდე სამი შეხვედრა გავმართეთ და სამივეში გამარჯვება დასავლეთ ევროპელებს დარჩათ. პირველად 1995 წლის 29 მარტს თბილისში იურგენ კლინსმანის დუბლით 2:0 მოგვიგეს. იმავე წლის სექტემბერში უკვე ნიურნბერგში წავაგეთ 1:4. არადა, თემურ ქეცბაიას გოლით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, შემდეგ კი (მიულერი, კირსტენი, ციგე, ბაბელი) მასპინძლებმა ოთხჯერ გაუტანეს აკაკი დევაძეს. ბოლო შეხვედრა 2006 წელს გაიმართა, ამხანაგური მატჩი და 2:0 კვლავ გერმანიამ იმარჯვა.
პაატა ძნელაძე