როგორც იქნა, კარგახნიანი შესვენების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა ტოპ-ოთხეულის ჩემპიონატში გოლი გაიტანა. ლევან მჭედლიძე ემპოლი-სასუოლოს შეხვედრის 58-ე წუთზე შევიდა მინდორზე და ერთ წუთში დააწინაურა თავისიანები. საბოლოოდ, ტოსკანელებმა 3:1 მოიგეს და მეცამეტე ადგილზე არიან.
მჭედლიძემ რიკარდო საპონარას პასის შემდეგ, ახლოდან ვარდნაში ზუსტად დაარტყა. შეცვლაზე შესვლისას ბურთთან პირველივე შეხება აქცია გოლად.
ეს მჭედლიძის პირველი გოლია მიმდინარე სერია ა-ში. შეხსენებისთვის, აქამდე იტალიის თასზე გაუტანა ჯენოას: ის ბრწყინვალე გოლი იყო, აკრობატული დარტყმით.
ილია ნანობაშვილი
გაუზიარე