დღეს, გამთენიას, თურქეთში გაემგზავრა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გუნდი. საწვრთნელი შეკრება ანტალიაში გაიმართება და ჩივაძის გუნდი ორ ამხანაგურ მატჩსაც ითამაშებს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან.
2015 წლის პირველ საწვრთნელ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებული:
მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), გაბრიელ თებიძე („გურია“, ლანჩხუთი)
მცველები: დაჩი ცნობილაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე „სიონი“, ბოლნისი), დავით უბილავა, ნიკა სანდოხაძე (ორივე „ლოკომოტივი“, თბილისი), ოთარ კაკაბაძე („დინამო“ თბილისი), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), ავთო ენდელაძე („ზუგდიდი“), გიორგი გოროზია („სტაბეკი“, ნორვეგია), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ლუკა კიკაბიძე („ბასტია“, საფრანგეთი), ირაკლი გოგინაშვილი („საქსან ლუნგა“, მოლდოვა)
თავდამსხმელები: ლაშა ომანაძე („კალევი“, ესტონეთი), ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), მამია გავაშელიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი), დავით დარციმელია („სპარტაკუსი“, უნგრეთი)
21-წლამდელები ამხანაგურ მატჩებს 25 და 27 მარტს ითამაშებენ.
სფფ-ის პრესსამსახური