უეფას სუპერთასი უკვე თბილისშია. 143 დღე რჩება მატჩამდე, სადაც ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულები შეხვდებიან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ პრესტიჟული მატჩის მთავარი სიმბოლოს - თასის ოფიციალური პრეზენტაცია - 20 მარტს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სფფ-ის ხელმძღვანელები, საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ქალაქ თბილისის მერი - დავით ნარმანია. სამწუხაროდ თბილისში უეფას სუპერ თასის ოფიციალური ელჩი, ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ქინქლაძე ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრო აღნიშნულ ღონისძიებას.
პრესსკონფერენციამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უეფას სუპერ თასის პრეზენტაციას დაესწრო ეროვნული ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი - კახა ცხადაძე.
სფფ-ის პრესსამსახური