სიახლეები

ივნისში უკრაინას ვეთამაშებით

გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები პოლონეთის ეროვნულ ნაკრებთან სათამაშოდ ავსტრიაში მოემზადება. 8 ივნისს კი, ქალაქ ლინცში კახა ცხადაძის შეგირდები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გართავს, ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის ეროვნული ნაკრები იქნება. ამ დროისთვის უკრაინელები ფიფას რეიტინგში 31-ე ადგილზე არიან. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ეროვნული ნაკრები სტუმრად პოლონეთს დაუპირისპირდება.

სფფ-ის პრესსამსახური