სიახლეები

ჰეთ თრიქი, დუბლი და უცვლელი სამეული

გაუზიარე

XIX ტურის სიმბოლური ნაკრები

----------------------------------სიხარულიძე (2)------------------------------------
----------------------------------(ზესტაფონი)-----------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
ქავთარაძე (3)-----------------კოშკაძე (2)--------------------ახალკაცი (2)
(დინამო ბთ)-------------------------(გურია)----------------------------------(დილა)
----------------------------------------------------------------------------------------------
-------------------პარუნაშვილი (3)---------კვეკვესკირი (4)-----------------
------------------------(დინამო თბ)-----------------------(დილა)-----------------------
----------------------------------------------------------------------------------------------
მთივლიშვილი--ვ. კილასონია (4)--ო. ხიზანეიშვილი—ცერცვაძე
(ზესტაფონი)---------(ცხინვალი)--------(ზესტაფონი)------(ცხინვალი)
-------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------შეყრილაძე (2)--------------------------------------
----------------------------------------(ტორპედო)-----------------------------------------




საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტურის მიმოხილვა

ცხინვალი-სამტრედია 2:1
მერანი-დინამო ბთ 1:2
ზესტაფონი-სიონი 4:2
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1
დილა-ზუგდიდი 4:0
კოლხეთი-გურია 0:1
მეტალურგი-ჩიხურა 0:0
შუქურა-დინამო თბ 0:1

1. დინამო თბ 19 12 2 5 32-17 38
2. დილა         19 11 4 4 29-15 37
3. დინამო ბთ 19 11 3 5 24-15 36
4. ცხინვალი      19 10 3 6 20-23 33
5. სამტრედია 19 9 4 6 22-15 31
6. გურია         19 7 7 5 19-25 28
7. ჩიხურა        19 7 6 6 21-21 27
8. შუქურა        19 6 6 7 18-19 24
9. მეტალურგი 19 6 6 7 19-19 24
10. ზესტაფონი 19 5 8 6 37-30 23
11. მერანი        19 5 7 7 15-17 22
12. კოლხეთი 19 5 6 8 15-20 21
13. ტორპედო 19 4 9 6 20-21 21
14. ზუგდიდი 19 4 6 9 10-23 18
15. სიონი        19 4 5 10 17-29 17
16. ვიტ ჯორჯია19 3 4 12 16-25 13

ბომბარდირები
დვალი (ზესტაფონი) 10
მოდებაძე (დილა) 8
კვერნაძე (ტორპედო) 7
პაპუნაშვილი (დინამო) 7
საბანაძე (ტორპედო) 7
დ. სიჭინავა (სიონი) 7
კვეკვესკირი (დილა) 7
მუმლაძე (ჩიხურა) 6
ცნობილაძე (სიონი) 6
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
ილურიძე (ზესტაფონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
შალამბერიძე (გურია) 5
შინდაგორიძე (სპარტაკი) 5
ბერიაშვილი (ბათუმი)         5
ჩისკო (დინამო) 4
ტატანაშვილი (ბათუმი) 4
კაპანაძე (სამტრედია) 4
მეტრეველი (შუქურა) 4
შონია (ბათუმი) 4
ს. ლომია (მერანი) 4
ქავთარაძე (ბათუმი) 4

საგოლე პასები
გეწაძე (სამტრედია) 6
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 4
ჯოხაძე (მეტალურგი) 4
შალამბერიძე (გურია) 4
პაპუნაშვილი (დინამო) 3
ჩელებაძე (შუქურა) 3
პარუნაშვილი (დინამო) 3
შ. ჯიქია (კოლხეთი) 3
ფიფია (ტორპედო) 3
ს. ლობჟანიძე (დინამო) 3
ზ. ლობჟანიძე (სიონი)         3
მუჯირი (ბათუმი) 3
თათხაშვილი (ვიტ ჯორჯ) 3
დოლიძე (სამტრედია)         3
ჭიკაიძე (სიონი) 3
ახალკაცი (დილა) 3
გვალია (დილა) 3

გოლი+პასი
დვალი (ზესტაფონი) 11 (10+1)
პაპუნაშვილი (დინამო) 10 (7+3)
მოდებაძე (დილა) 10 (8+2)
შალამბერიძე (გურია) 9 (5+4)
დ. სიჭინავა (სიონი) 9 (7+2)
კვეკვესკირი (დილა) 9 (7+2)
მუმლაძე (ჩიხურა) 8 (6+2)
საბანაძე (ტორპედო) 8 (7+1)
კვერნაძე (ტორპედო) 7 (7+0)
გეწაძე (სამტრედია) 7 (1+6)
ბერიაშვილი (ბათუმი)         7 (5+2)
ჩელებაძე (შუქურა) 6 (3+3)
შ. ლომია (ზუგდიდი) 6 (5+1)
ცნობილაძე (სიონი) 6 (6+0)
ქავთარაძე (ბათუმი) 6 (4+2)
სიხარულიძე (ზესტაფონი) 6 (6+0)
ილურიძე (ზესტაფონი) 6 (6+0)
ზ. ლობჟანიძე (სიონი)         5 (2+3)
მუჯირი (ბათუმი) 5 (2+3)
ჩისკო (დინამო) 5 (4+1)
შ. ჯიქია (კოლხეთი) 5 (2+3)
ჯოხაძე (მეტალურგი) 5 (1+4)
გორგიაშვილი (სამტრედია) 5 (3+2)
დოლიძე (სამტრედია)  5 (2+3)
შონია (ბათუმი) 5 (4+1)
ტეტუნაშვილი (ბათუმი) 5 (3+2)
კვირკვია (ზესტაფონი) 5 (3+2)
შინდაგორიძე (სპარტაკი) 5 (4+0)
ბაბუნაშვილი (ტორპედო) 5 (1+4)
ახალკაცი (დილა) 5 (2+3)
პარუნაშვილი (დინამო) 5 (2+3)

`ჩვენი თამაშის~ ტურის სიმბოლურში
დვალი (ზესტაფონი) 5
პაპუნაშვილი (დინამო) 4
ჩისკო (დინამო) 4
ცნობილაძე (სიონი) 4
ოდიკაძე (ჩიხურა) 4
ვ. კილასონია (ცხინვალი) 4
კვეკვესკირი (დილა) 4
დოლიძე (სამტრედია) 3
ტაბატაძე (დინამო) 3
მამალაძე (მერანი) 3
ძარია (დილა) 3
მუჯირი (ბათუმი) 3
კვირკველია (სამტრედია) 3
დ. სიჭინავა (სიონი) 3
შალამბერიძე (გურია) 3
ცინცაძე (დინამო) 3
ალავიძე (ბათუმი) 3
პარუნაშვილი (დინამო) 3
ქავთარაძე (ბათუმი) 3

ტურის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
ჯიღაური (დინამო) 1
ძარია (დილა) 1
ჯოხაძე (მეტალურგი) 1
თებიძე (გურია) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
მოდებაძე (დილა) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბანაძე (ტორპედო) 1
გოგიტიძე (ბათუმი) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
შალამბერიძე (გურია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
რენე ფერეირა (დინამო) 1
ა. გურეშიძე (სიონი) 1
გეწაძე (სამტრედია) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

თვის ფეხბურთელი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვირკველია (სამტრედია) 1
მოდებაძე (დილა) 1
დვალი (ზესტაფონი) 1
მანუელი (დინამო) 1

რეალიზებული პენალტები
შალამბერიძე (გურია) 3
ჩელებაძე (ჩიხურა) 2
ვ. კილასონია (სპარტაკი) 2
თ. ღონღაძე (ჩიხურა) 2
შ. ლომია (ზუგდიდი) 2

გაცუდებული პენალტები 
ჩელებაძე (შუქურა) 2
ვ. კვარაცხელია (ზუგდიდი) 1
გოგობერიშვილი (სიონი) 1
ო. ხიზანეიშვილი (ზესტაფ) 1
ძარია (დილა) 1
მოდებაძე (დილა) 1
გოგონაია (კოლხეთი) 1
გეთიაშვილი (ვიტ ჯორჯია) 1
მუჯირი (ბათუმი) 1
კვეკვესკირი (დილა) 1
ცხადაია (სიონი)        1
შ. ლომია (ზუგდიდი) 1
ნ. მაისურაძე (ვიტ ჯორჯია)1

მოგერიებული პენალტები
ბეგაშვილი (მერანი) 1
ჯიოევი (შუქურა) 1
კაკალაძე (შუქურა) 1
პავლოვიჩი (ზესტაფონი) 1
შეყრილაძე (ტორპედო) 1

ჰეთ თრიქი
პაპუნაშვილი (დინამო) 1
კვეკვესკირი (დილა) 1

დუბლი
დვალი (ზესტაფონი) 3
საბანაძე (ტორპედო) 2
კვირკვია (ვიტ ჯორჯია) 1
სირაძე (სიონი) 1
ძარია (დილა) 1
ჩიმაკაძე (მერანი) 1
ს. ლომია (მერანი) 1
ციცხვაია (მერანი) 1
ვ. კილასონია (სპარტაკი) 1
მოდებაძე (დილა) 1
კვერნაძე (ტორპედო) 1
ლექვთაძე (სპარტაკი) 1
საბაძე (ვიტ ჯორჯია) 1
მამასახლისი (ტორპედო) 1
დ. გელაშვილი (მეტალ.) 1
ი. კერძევაძე (სამტრედია) 1
დ. სიჭინავა (სიონი) 1
კურდღელაშვილი (ვიტ) 1
მანუელი (დინამო) 1
სიხარულიძე (ზესტაფონი) 1

შემცვლელთა გოლები
კაპანაძე (სამტრედია) 3
ლექვთაძე (სპარტაკი) 2
ი. კერძევაძე (სამტრედია) 2
მუმლაძე (ჩიხურა) 2

ყველაზე დიდი სხვაობა
ზესტაფონი-გურია 6:0 (I ტური)
დინამო-შუქურა 6:0 (IV ტური)

ყველაზე ხშირი ანგარიშები
1:0 23
0:0 21
0:1 19
2:1 16
2:0 13
2:2 12
1:1 9
3:1 7

მეკარეები. მიმდინარე მშრალი სერიები (წთ)
გოგუაძე (გურია)         278
ბედიაშვილი (მეტალურგი) 168
შეყრილაძე (ტორპედო) 148
მამინაშვილი (ბათუმი) 147
კაკალაძე (შუქურა) 115
მუჯრიშვილი (სამტრედია) 112
სომხიშვილი (დილა) 112
ქვილითაია (ჩიხურა) 102
ჰრდლიჩკა (დინამო) 110

სეზონის საუკეთესო სერიები
მამალაძე (მერანი) 502
ალავიძე (ბათუმი) 411

არბიტრები. მატჩების რაოდენობა
ლ. სილაგავა 19
გ. ვადაჭკორია 17
დ. ხარიტონაშვილი 16
გ. ყრუაშვილი 13
ჯ. ხორავა        10
ა. ნონიკაშვილი 10
ბ. ნინუა 10
გ. კიკაჩეიშვილი 8
ლ. კვარაცხელია        7
ი. კვირიკაშვილი 7
თ. გვანცელაძე 6
ხ. გაგნიძე 5
დ. სანოძე 4
ა. ბასლეჰლო 4
ა. კრიჭაშვილი 3
მ. ბეუქლიშვილი        2
ო. ხეცაძე 2
თ. ხუჭუა 2
გ. დოგრაშვილი 2
გ. ურუშაძე 1
მ. ბორგი 1
შ. ქუხილავა 1


ტურის მთავარი ინტრიგა ახლაც ის იყო, ვის ვიხილავდით სატურნირო ცხრილის სათავეში. კანდიდატი კი ერთბაშად სამი იყო – დინამო, დილა და ბათუმი. ბათუმელები სეზონში პირველად გალიდერდნენ, ოღონდ მხოლოდ ერთი დღით – პარასკევს მოპოვებული გამარჯვებით ზღვისპირელები ცხრილს სათავეში მოექცნენ, თუმცა შაბათს თბილისელებმა და შიდაქართლელებმაც მოიგეს და ზედა სამეულის თანმიმდევრობა უცვლელი დარჩა.
ტურის მთავარ მატჩებად ორი დაპირისპირება გამოვარჩიეთ და მოლოდინი ორივემ გაამართლა. ქობულეთში შუქურამ დინამოს ტოლი არ დაუდო და მასზე არანაკლები საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ტაბლოზე მხოლოდ ანგარიში აისახება და არა – ხელიდან გაშვებული შანსები. შეტევის ბოლო ფაზაში კი დედაქალაქელებმა უფრო ივარგეს და შინ ძვირფასი სამი ქულით დაბრუნდნენ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ბოლო დროს მოღონიერებულ შუქურასთან ბრძოლა დინამოელთათვის იოლი არ იქნებოდა და ასეც მოხდა – კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა `ჩელე არენაზე~ მძიმე ბრძოლა გადაიტანა.
მეხუთეადგილოსან ცხინვალს შანსი ჰქონდა, `მიხეილ მესხის~ სათადარიგო მოედანზე სამტრედიას ძლევით მეტოქისთვის მეოთხე პოზიცია წაერთმია და კახა კაჭარავას გუნდმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა. დაძაბული და საკმაოდ სანახაობრივი მატჩის ბედი ცხინვალის ახალწვეულის, რატი ცაცკრიალაშვილის გოლმა გადაწყვიტა. ჩემპიონატის ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა მისმა თანაგუნდელმა ლაშა შინდაგორიძემ. მარცხიანად დაწყებული მეორე წრის შემდეგ ცხინვალმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და სრულიად დამსახურებულად აგრძელებს ევროსაგზურისთვის ბრძოლას.
დინამოს შორს გაქცევის საშუალება არ მისცა დილამ, რომელიც ზუგდიდთან საშინაო შეხვედრაში უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ბევრი არ ელოდა, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდი სტუმრებს ასე ეფექტურად თუ დაამარცხებდა. დილა მთელი მატჩის განმავლობაში დაუღალავად უტევდა და შედეგიც შესაბამისი მიიღო. ნიკა კვეკვესკირის ჰეთ თრიქზე ქვემოთ ცალკე ვიტყვით, თუმცა გორელებმა, უპირველესად, კარგი გუნდური ფეხბურთით გაიმარჯვეს. მაგრამ, შეხვედრის დებიუტში მომხდარ ამბავს სხვა კვალიფიკაცია რომ მისცემოდა, კაცმა არ იცის, როგორი ანგარიში დაფიქსირდებოდა `თენგიზ ბურჯანაძეზე~.
ზუგდიდელებს მსაჯთან ჰქონდათ პრეტენზიები – ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ დილას მეკარეს, გიორგი სომხიშვილს საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მხოლოდ გაფრთხილება აკმარა, რაც, ალბათ, არ იყო საკმარისი სასჯელი...
ერთი დღით გალიდერებულ ბათუმს მარტვილში მძიმე ბრძოლა გადახდა. ამ მატჩში მსაჯთა მიმართ პრეტენზია უკვე მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – ბათუმმა საკუთარ აქტივს მორიგი სამი ქულა შემატა, მერანმა კი შინ ისევ წააგო.
ტურის ყველაზე უხვგოლიანი და სანახაობრივი მატჩი ზესტაფონში გაიმართა, სადაც, მარგველებმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და სიონს ლაზათიანი თამაშით სძლიეს. უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლმა ზესტაფონმა ამით სატურნირო მდგომარეობა გვარიანად გაიუმჯობესა, სიონის სამეორეწრეო მონაგარად კი, ჯერჯერობით, კვლავ მხოლოდ დინამოს დამარცხება რჩება. ქვემოქართლელები გასავარდნ ზონაში იმყოფებიან და სასიცოცხლოდ სჭირდებათ ქულების აღება.
ვიტ ჯორჯიას ყველა შანსი ჰქონდა საიმისოდ, რომ ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩი მოეგო, მაგრამ უამრავი საგოლე მომენტი, მათ შორის, თერთმეტმეტრიანიც ქარს გაატანა და ტორპედომაც დაუწერელი საფეხბურთო კანონი აამუშავა. ვეტერინართა საუმაღლესლიგო შანსები თვალსა და ხელს შუა ილევა, მცხეთური შეხვედრის გმირი კი ქუთათურთა კიპერი ბექა შეყრილაძე გახდა.
არანაკლებ მაღალ დონეზე ჩაატარა ქუთაისში გამართული მატჩი გურიას კარის დარაჯმა მიხეილ გოგუაძემ. ლანჩხუთელები, უპირველესად, მას და საუცხოო გოლის გამტან ვეტერან ალექსანდრე კოშკაძეს უნდა უმადლოდნენ პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებას.
რუსთავული მატჩის შედეგი კი ცალსახად მონაგარია მეტალურგისთვის და დანაკარგი – ჩიხურასთვის. შესაქებია რუსთაველების შემართება იმ პრობლემების ფონზე, რაშიც უკვე კარგა ხანია იმყოფებიან.

ტურის ფეხბურთელი

ნიკა კვეკვესკირი (დილა)

კვეკვესკირი მხოლოდ და მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში ჰეთ თრიქი შეასრულა. მან დინამოელი გიორგი პაპუნაშვილის მიღწევა გაიმეორა. დილას საყრდენი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა და მოედნის ცენტრში დიდძალ სამუშაოს ასრულებს, თუმცა არც საგოლე მონაგარი დაეწუნება – ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა და პირველობისთვისაც იბრძვის.
ირაკლი მოდებაძის არყოფნაში დილას გამტანი ფეხბურთელის პრობლემა დაუდგა და ეს დანაკლისი, გასულ ტურში კვეკვესკირმა ბრწყინვალედ შეავსო.

ლევან ჯანეზაშვილი