სიახლეები

მალტელები სათბილისოდ გაემზადნენ

გაუზიარე

25 მარტს საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას გამართავს ახალი მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის თავკაცობით. ჩვენების მეტოქე მალტელთა ეროვნული გუნდი იქნება, რომელთა თავკაცმა პიეტრი გედინმა ეს ფეხბურთელები გამოიძახა: 

მეკარეები: ენდრიუ ჰოგი (კალონი, საბერძნეთი), იუსტინ ჰაბერი (ბირკირკარა), გენრი ბონელი (ჰიბერნიანსი), გლენ ცამიტი (შლიემა).

მცველები: ჯონათან კარუანა (ვალეტა), კნეირონ ფაილია (ჰიბერნიანსი), იურგენ პიზანი (პიეტა), რაიან კამილიერი (ვალეტა), სტივ ბორგი (ვალეტა), ზაკ მუსკატი (ბირკირკარა), ანდრე აგაური (ჰიბერნიანსი), რაიან კამენსული (ბირკირკარა).

ნახევარმცველები: კონორ ბორგი (ფლორიანა), როუენ მუსკატი (ბირკირკარა), სტივ პიზანი (ფლორიანა), მარკ შერი (შლიემა), სტივ პიზანი (ფლორიანა), ბიორნ კრისტენსენი (ჰიბერნიანსი), როდერიკ ბრიფა (ვალეტა), რაიან ფენეხი (ვალეტა).

თავდამსხმელები: ენდრიუ კოენი (ჰიბერნიანსი), ანდრე შემბრი (ომონია, კვიპროსი), ალფრედ ეფიონგი (გორმი), ჟან ფარუნჯა (ჰიბერნიანსი), ჟოზეფ მბონგი (ჰიბერნიანსი).

როგორც ხედავთ, გამოძახებულ ფეხბურთელთაგან ლეგიონერი ორია, დანარჩენები კი  ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობენ. მალტის ნაკრებს თბილისში აქამდე ორჯერ უთამაშია: პირველად 1994 წელს _ 1:1, ჩვენების გოლი შოთა არველაძის ანგარიშზეა, მეორედ კი 2011 წელს _ 1:0, გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე დავით სირაძემ გაიტანა.

პაატა ძნელაძე