სიახლეები

ცეესკას პრეზიდენტი : ანანიძე ადრე გვსურდა

გაუზიარე

მოსკოვის ცსკა-ს პრეზიდენტ ევგენი გინერს ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობს ჯანო ანანიძის გადაყვანაზე. გინერმა ასე უპასუხა: 

"სიმართლე გითხრათ, ჯანოს კანდიდატურას განვიხილავდით. თუმცა ეს მანამდე, სანამ სპარტაკში გადავიდოდა. ანანიძემ თავად აირჩია კლუბი და ეს მისი უფლებაა, რასაც პატივს ვცემთ. და ახლა რას გვთავაზობთ? რადგან სპარტაკში მის შესაძლებლობებს არ აფასებენ, ამიტომ მივმართოთ წინადადებით". 

შესაძლოა თუ არა ცსკა-დან სპარტაკში გადასვლა ან პირიქით, სპარტაკიდან ცსკა-ში? აი, გინერის პასუხიც: 

"დარწმუნებული ვარ, ტიტოვი ან სემაკი ამას არ გააკეთებდნენ. აი, ჯანო კი სპარტაკის აღზრდილი არაა და საერთოდაც, საქართველოს ნაკრებში თამაშობს". 

როგორც უკვე ვწერდით, ანანიძემ გუშინწინ კარგახნიანი შესვენების შემდეგ პირველად ითამაშა სპარტაკის სასტარტო შემადგენლობაში. ეს სპარტაკი _ დინამოს დერბიში, რომელიც ანანიძის გუნდმა 1:0 მოიგო. აღვნიშნოთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა კარგი მატჩი ჩაატარა. მას რუსული პრესისგან ქება არ დაჰკლებია, აი, `სპორტ ექსპრესმა~ კი შეფასებად 7,0 დაუწერა (10-ბალიანი სისტემით). ეს იმ დროს, როცა მოსკოვის დინამოელებს, კოკორინსა და კურანის მოკრძალებული 5,0 ერგოთ.

მეტიც, "სპორტ ექსპრესმა" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი შუახაზელი დაასახელა.  


"ანანიძე ღირსეულად თამაშობდა. ჯანოს ყურება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან დიდი ტალანტია, კარგად ხედავს მოედანს და პარტნიორებს იოლად პოულობს. ასეთ რთულ მატჩში, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, ჯანომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა" - თქვა წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ამჟამად რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკიტა სიმონიანმა. 

ჯანო მოსკოვის სპარტაკის ყოფილმა თავკაცმა ვალერი კარპინმაც შეაქო, კარგად ითამაშაო. 

ილია ნანობაშვილი