სიახლეები

დნიპროს კანკავა ძალიან სჭირდება

გაუზიარე

უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დნიპრო ქვეყნის ჩემპიონატის პარალელურად წარმატებით აგრძელებს ასპარეზობას ევროპის ლიგაზეც. დნიპრომ პირველ, საშინაო მერვედფინალურ შეხვედრაში ამსტერდამის აიაქსს 1:0 სძლია და საიმისო შანსი აქვს, რომ "ამსტერდამ არენაზე", საპასუხო შეხვედრის შემდეგ მომდევნო ეტაპზე გავიდეს, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დისკვალიფიკაციის გამო დნიპროს ჰოლანდიაში ვერ დაეხმარებიან ფედეცკი, როტანი და ზაზულია. ბუნებრივია, დანაკლისი შთამბეჭდავია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ გუნდს უბრუნდება ჯაბა კანკავა, რომელმაც პირველი მატჩი ასევე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. სწორედ კანკავას დაბრუნებაზე გაამახვილა ყურადღება გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა: 

"მართალია, გარკვეული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა სირთულის მატჩი გველის. მთავარია, საწყის წუთებში მღელვარებას ვძლიოთ და მალე ავთამაშდეთ ჩვეულად. ერთი გოლის გატანა საქმეს მნიშვნელოვნად გაგვიიოლებს, მაგრამ მთავარი ბრძოლები მაინც ჩვენს საჯარიმოსთან გველის. არ გვეყოლება ძირითადის სამი წევრი და ამ მიზეზით ყველაზე მეტ სირთულეებს მოედნის ცენტრში ველით, თუმცა დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა კანკავას და ახლა მისი კარგი თამაში ძალიან გვჭირდება _ მას ხომ, ზაზულიას მსგავსად, შეტევაშიც მშვენივრად შეუძლია ჩართვა."

პაატა ძნელაძე