სიახლეები

თავს ზემოთ რობერტაა

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი მარცხით დაიწყო. სხინდელის სტადიონზე გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილები მასპინძელ ჰოლანდიასთან 0:2 დამარცხდნენ. ორივე გოლი როტერდამის ფეიენოორდის ფორვარდმა ნაიჯელ რობერტამ გაიტანა. ეს ის ჰოლანდიაა, რომელმაც ზუსტად ერთი თვის წინ ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში 7:0 გაანადგურა...

ბოლო დროს ჰოლანდია და საქართველო ასაკობრივ ჯგუფებში ძალიან "დაუძმობილდნენ" ერთმანეთს, გახშირდა მათი ურთიერთშეხვედრები და ორი მოგებაც ჩაგვიწერია: ვასილ მაისურაძის 19-წლამდელებმა თბილისში 2:1, ხოლო ალექსანდრე ჩივაძის 21-წლამდელებმა სტუმრად 1:0 მოიგეს. ამჯერად წავაგეთ, თუმცა არა გვგონია, ამ მარცხმა ფსიქოლოგიურად გატეხოს ტყებუჩავას გუნდი. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ ზოგადად რა დონის ტალანტები ჰყავთ ჰოლანდიელებს ამ ასაკში...

გუშინდელ შეხვედრაში ქართველთაგან ყველაზე აქტიური გიორგი არაბიძე იყო, რაც უკვე ტრადიციად იქცა. ქართველმა გარემარბმა არაერთხელ გაამწვავა შეტევები და კარში რამდენმეჯრმე დაარტყა. 

ჰოლანდია-საქართველო 2:0

1:0 რობერტა (10, 49)

ჰოლანდია: ბეილოვი, ტრუპე, ფოსუ-მენსა, დე ლანგე, დრონელგენი, ეიტინგი, ბულტამი, ფერნანდსი, რობერტა (ჯორნელ-გროტი 61), ბეილეველდი (მალენი 61), დილროსუნი

მწვრთნელი: მაარტენ სტეკელენბურგი

საქართველო: ისიანი, ბერძენაძე (ჭურაძე 45), ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი (ბულუხაძე 32), კობოური, ყურაშვილი, კუხიანიძე, არველაძე, კოხრეიძე, გვასალია (ბუღრიძე 66), არაბიძე

მწვრთნელი: გოჩა ტყებუჩავა

გაფრთხილება: არაბიძე (24), ბულტამი (40), ფოსუ-მენსა (54)

მსაჯი: ადამ ფარკაში (უნგრეთი)

ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ბელგიამ 4:0 გაანადგურა ჩრდილოეთ ირლანდია. ბელგიელებმა თითო ტაიმში  ორ-ორი გოლი გაიტანეს და მათგან განსაკუთრებით აქებენ შემტევ ისმაილ აზაუის, რომელმაც ამჯერად ერთი გოლი გაიტანა. აზაუის ბელგიის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ.
მეორე ტურში საქართველო-ბელგიაა და, ალბათ, სწორედ ამ შეხვედრაში გაირკვევა, გავა თუ არა ტყებუჩავას გუნდი ორ საუკეთესოს შორის, ანუ გააღწევს თუ ვერა ფინალურ ეტაპზე. საამისოდ მოგებაა საჭირო: ფრე თითქმის უშანსოდ ტოვებს ქართველებს, რადგან ბოლო ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას დიდი ანგარიშით უნდა ვძლიოთ და ჰოლანდია-ბელგიის შედეგზეც უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი.           

ბელგია-ჩრდილოეთ ირლანდია 4:0

1:0, 2:0 ვან ვარენბერგი (15, 25), 3:0 აზაუი (44), 4:0 დანელსი (74)

ბელგია: ტიუნკენსი, დელორჟი, საიგერსი, ფეა, იანსენსი, ტაი (ვერბურგი 77), აზაუი (ვერეტი 63), ადემოლუ, ვან ვარენბერგი, მანგალა
(ვანკამპი 66), დანელსი. 

მწვრთნელი: ბობ ბროუი 

ჩრდილოეთ ირლანდია: გარტსაიდი, ნ.კერი, მ.კერი, კინგი, სმიტი (ჯელოუ 41), ქროუ, კონეტი, გორდონი, მაკი, ლაივერი (მაკლინი 63), მაკენდრი (შევლინი 52)

მწვრთნელი: ჯიმ მეგილტონი

გაფრთხილება: მაკლინი (67), ქროუ (73)\

მსაჯი: ფაბიუ ვერშიმუ (პორტუგალია)

14 მარტი

17:00. საქართველო-ბელგია

20:00. ჰოლანდია-ჩრდილოეთ ირლანდია

17 მარტი

22:00. ბელგია-ჰოლანდია

22:00. ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო

ილია ნანობაშვილი