უნგრული დიორის ქართველი შემტევი ქიორგი ქვილითაია ბოლოხანს ტრავმებმა გატანჯა. ჩემპიონატის გახსნის მატჩში გიორგი შეცვლაზე შევიდა და თავისი წილი დაიდო იმაში, დიორი ვიდეოტონთან მარცხს რომ გადაურჩა (2:2). შეხვედრის ბოლო წუთებზე ქვილითაიმ ძველი ტრავმა გაიმიზეზა, თუმცა თამაში მაინც დაასრულა. ამას კი ის მოჰყვა, რომ იგი დღემდე ვერ ვარჯიშობს. გუშინ გიორგის უნგრეთში დავუკავშირდით:
"თავიდან ივარაუდეს, რომ ანთებითი პროცესი მიმდინარეობდა, მერე კი, საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, დადასტურდა, რომ საზარდულის პრობლემაა. დაახლოებით ოცი დღე მომიწევს დასვენება, აპრილის დასაწყისში კი თამაშს შევძლებ.”
დიორი 24 ქულით მე-10 ადგილზეა, თუმცა სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაც შეუძლია.
პაატა ძნელაძე
გაუზიარე