სიახლეები

მახარაძის ფახთაქორის მოულოდნელი ფრე

გაუზიარე

ტაშკენტის ფახთაქორმა, რომლის ლიდერი და კაპიტანი საქართველოს ნაკრების კანდიდატი კახა მახარაძეა, უზბეკეთის ჩემპიონატის პირველ ტურში შინ 1:1 ითამაშა ალმალიქთან. იმის გათვალისწინებით, რომ ფახთაქორი ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, ეს შედეგი მოულოდნელი იყო. 

მახარაძემ მატჩი სრულად ჩაატარა, შეხვედრის შემდეგ კი ასეთი კომენტარი გააკეთა: "სეზონის პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია, გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო, მაგრამ ფრის გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში ჩვენს გულშემატკივრებს ბევრჯერ გავახარებთ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ მახარაძე ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში დაასახელა და სავსებით შესაძლოა, კახა 23-კაციან სანაკრებო სიაშიც მოხვდეს.

პაატა ძნელაძე