სიახლეები

ვერ გავიტანეთ და...

გაუზიარე

კვიპროსის თასის მეოთხედფინალში ანორთოსისი აპოელთან ორი მატჩის ჯამში (0:0, 0:2) დამარცხდა და ახლა მხოლოდ ჩემპიონატში წარმატებული თამაშით შეუძლია ევროსაგზურის მოპოვება. გუშინ ანორთოსისის ქართველ ლეგიონერ ირაკლი მაისურაძეს დავუკავშირდით, რომელმაც სათასო შეხვედრები  სრულად ჩაატარა და აპოელთან მარცხსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ვთხოვეთ კომენტარით: 

"სამწუხაროდ, ორ სათასო შეხვედრაში აპოელს გოლი ვერ გავუტანეთ და ამან გაგვიფუჭა საქმე. მართალია, აპოელმა ბევრი ვერაფრით გვაჯობა, მაგრამ საგოლე მომენტების გაცუდებამ თასისთვის ბრძოლიდან გამოგვთიშა. ახლა მხოლოდ ჩემპიონატი დაგვრჩა ევროსაგზურის მოსაპოვებლად და გუნდში არის კიდეც საიმისო განწყობაც და რესურსიც, რომ სეზონი სამეულში დავასრულოთ."

ამ დროისთვის ანორთოსისი 38 ქულით მე-5 ადგილზეა და საპრიზო სამეულს 4 ქულა აშორებს, მომდევნო ტურში კი ერმისს მასპინძლობს. ანორთოსის ქართველი ლეგიონერები ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრები არიან. 

პაატა ძნელაძე