სიახლეები

ლიპარტია ნაკრებსა და ევროპერსპექტივაზე

გაუზიარე

ლუგანსკის ზარიას ქართველმა ლეგიონერმა ჯაბა ლიპარტიამ უკრაინის მიდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. ილიჩევეცთან მარცხის  მიუხედავად, ლუგანსკელები კვლავ ინარჩუნებენ ევროზონაში მოხვედრის შანსს. გუშინ ჯაბას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

ილიჩევეცთან შეხვედრაში გოლი გაიტანე, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩით.

ისეთ გუნდს ვეთამაშეთ, რომელიც გასავარდნ ზონაშია და მათთვის ახლა ყველა შეხვედრა გადამწყვეტია. ჩვენთანაც ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ, ვინც თამაში ნახა, წასაგები შეხვედრა არ იყო. ეს მარცხი უკვე დავიწყებულია და მომავალ ტურზე ვფიქრობთ. ახლა მეოთხე ადგილზე ვართ და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებისრეალური შანსი გვავს, ეს შანსი კი ხელიდანარ უნდა გავუშვათ, მით უმეტეს, ჩერნომორეცის დონის, ანუსატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფგუნდებთან, მათთან რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა მოვიპოვოთ.

ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრს არ ეგონა, რომ ზარია ევროზონაში მოხვედრაზე განაცხადებდა პრეტენზიას.

ეს მართლაც ასეა, სეზონის ერთ-ერთ მთავარ სიურპრიზად მიგვიჩნევენ, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა და კარგად დაწყებული საქმე არ უნდა წავახდინოთ. შედეგი კი იმის დამსახურებაა, რომ კარგი ფეხბურთელები გვყავს და გუნდიც შეკრული და მეგობრულია.

ზარია ძირითადად უკრაინელებითაა დაკომპლექტებული...

ჩემ გარდა, ლეგიონერები არიან ხორვატი მეკარე და სერბი ნახევარმცველი. აქ ფეხბურთელები ჯგუფებად არ არიან დაყოფილნი, თავს შინაურულად ვგრძნობ, მითუმეტეს, რომ ლუგანსკში უკვე არაერთი წელი ვთამაშობ.

როგორ ფიქრობ, გარემოს გამოცვლის დრო ხომ არ მოვიდა? რაიმე რეალური შეთავაზებათუ გაქვს?

უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში ყველას სურს, მაგრამ ახლა ზარიაში ვარ და ვცდილობ, ჩემს ამჟამინდელ გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე. სეზონის შემდეგ რა იქნება, ამაზე ლაპარაკი ახლა გამიჭირდება, რაღაც ვარიანტები არის, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.

ახლა ნაკრებზე ვთქვათ. კახა ცხადაძის გაფართოებულ შემადგენლობაში არ მოხვდი.

ჯერ იმას ვიტყვი, რომ ნაკრებს და მის ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ. ეროვნულ გუნდში ვინ ითამაშებს, ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. მე კი, ჩემი მხრივ, ვეცდები, კლუბში კარგი თამაშით დავიმსახური სანაკრებო შანსი.

პაატა ძნელაძე