სიახლეები

კანკავა აიაქსთან ვერ ითამაშებს

გაუზიარე

დღეს ევროპის ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში უკრაინული დნიპრო ჰოლანდიურ აიაქსს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა კიევში გაიმართება. დნიპროს ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა დააკლდება – მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. 

როგორც იცით, კანკავას დნიპრომ მერვედფინალში ოლიმპიაკოსი გამოთიშა (2:0, 2:2). მოგებულ შეხვედრაში ბერძნებს ერთი გოლი ჯაბამაც გაუტანა. 

ილია ნანობაშვილი