სიახლეები

ნოდარ ახალკაცი დნიპრო-აიაქსზე

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, უმცროსი ნოდარ ახალკაცი დნიპრო-აიაქსის მატჩის დელეგატი იქნება. ეს უეფას ოფიციალური საიტის ცნობით. დნიპრო-აიაქსი ევროპის ლიგის მერვედფინალში ხვდებიან ერთმანეთს. ჯაბა კანკავას გუნდმა წინა ეტაპზე პირეოსის ოლიმპიაკოსი გამოთიშა, ახლა კი ამსტერდამელების ძლევას შეეცდება. 
ახალკაცი 2004-2009 წლებში იყო ფედერაციის პრეზიდენტი. ის ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და უეფას დელეგატი სხვა მატჩებშიც ყოფილა. 

ილია ნანობაშვილი